https://sputnik-georgia.com/20230526/putini-vitareba-saqartvelosi-mati-saqmea-278055685.html
პუტინი: ვითარება საქართველოში ვიზების გაუქმების შემდეგ - ეს მათი საქმეა
პუტინი: ვითარება საქართველოში ვიზების გაუქმების შემდეგ - ეს მათი საქმეა
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სურდა მხარი დაეჭირა ადამიანებისთვის საქართველოში, რომლებიც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისკენ ისწრაფვიან. 26.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-26T22:09+0400
2023-05-26T22:09+0400
2023-05-26T22:54+0400
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275086582_0:0:3073:1730_1920x0_80_0_0_57f651becd679290a468b34a52f01562.jpg
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიზების გაუქმების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს რესპუბლიკის შიდა საქმეა, მაგრამ რუსეთი შემხვედრ ნაბიჯებს დგამს.პუტინის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 15 მაისიდან დაწესდა. გარდა ამისა, 10 მაისიდან მოიხსნა პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა.„გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, რომ ყველა იტყოდა, მადლობა, კარგია. არა, იქ ამ საკითხზე სრულებით გაუგებარი ქარიშხალი ატყდა. Ძალიან უცნაურია. და, უბრალოდ, გულწრფელად რომ გითხრათ, მოულოდნელი. გვერდიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ: მთლად შეიშალნენ თუ რა? რა ხდება იქ, გაუგებარია“, – განაცხადა პუტინმა „საქმიან რუსეთთან“ შეხვედრაზე.მან დასძინა, რომ ეგონა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ავიაგადაზიდვების საკითხი.რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სურდა მხარი დაეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისკენ ისწრაფვიან თავად საქართველოში, ასევე რუსული ბიზნესისთვის და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ საქართველო.რეაქციები საქართველოშისაქართველოს ხელისუფლება მიესალმა რუსეთის გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მხოლოდ მიესალმება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მის მოქალაქეებს წაადგება.პრემიერი: რუსეთის მიერ ვიზების გაუქმება საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრებას გაუმარტივებს>>საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ასეთ ქმედებას პროვოკაცია უწოდა და საპასუხოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით გამოვიდა.რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას, ისიც ორ ნაწილად გაიყო: ერთ ნაწილს ეს გადაწყვეტილება გაუხარდა, ხოლო მეორე ნაწილმა უშიშროების კუთხით ქვეყნისთვის საფრთხე დაინახა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275086582_188:0:2919:2048_1920x0_80_0_0_c18f9c8f3f911b5bde2858d8ea7cd73a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
პუტინი: ვითარება საქართველოში ვიზების გაუქმების შემდეგ - ეს მათი საქმეა
22:09 26.05.2023 (განახლებულია: 22:54 26.05.2023) რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სურდა მხარი დაეჭირა ადამიანებისთვის საქართველოში, რომლებიც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისკენ ისწრაფვიან.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიზების გაუქმების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს რესპუბლიკის შიდა საქმეა, მაგრამ რუსეთი შემხვედრ ნაბიჯებს დგამს.
პუტინის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 15 მაისიდან დაწესდა. გარდა ამისა, 10 მაისიდან მოიხსნა პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, რომ ყველა იტყოდა, მადლობა, კარგია. არა, იქ ამ საკითხზე სრულებით გაუგებარი ქარიშხალი ატყდა. Ძალიან უცნაურია. და, უბრალოდ, გულწრფელად რომ გითხრათ, მოულოდნელი. გვერდიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ: მთლად შეიშალნენ თუ რა? რა ხდება იქ, გაუგებარია“, – განაცხადა პუტინმა „საქმიან რუსეთთან“ შეხვედრაზე.
მან დასძინა, რომ ეგონა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ავიაგადაზიდვების საკითხი.
„და ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი. მაგრამ ის, რაც ხდება ქვეყნის შიგნით, ჩვენი საქმე არაა. თვითონ გადაწყვიტონ ადამიანებმა, რომელი გზით წავიდეს საქართველო, როგორ განვითარდეს და ა.შ. ჩვენ მზად ვართ, გზის ჩვენი ნაწილი გავიაროთ. როგორც უკვე ვთქვი, ვდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს და მომავალშიც გადავდგამთ იმისდა მიუხედავად, თუ როგორი რეაგირება ექნებათ ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სურდა მხარი დაეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისკენ ისწრაფვიან თავად საქართველოში, ასევე რუსული ბიზნესისთვის და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ საქართველო.
საქართველოს ხელისუფლება მიესალმა რუსეთის გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მხოლოდ მიესალმება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მის მოქალაქეებს წაადგება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ასეთ ქმედებას პროვოკაცია უწოდა და საპასუხოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით გამოვიდა.
რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას, ისიც ორ ნაწილად გაიყო: ერთ ნაწილს ეს გადაწყვეტილება გაუხარდა, ხოლო მეორე ნაწილმა უშიშროების კუთხით ქვეყნისთვის საფრთხე დაინახა.