https://sputnik-georgia.com/20230526/korufcia-saqartveloshi-ramdeni-dasajes-278028987.html
კორუფცია საქართველოში: რამდენი ადამიანი დასაჯეს
კორუფცია საქართველოში: რამდენი ადამიანი დასაჯეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოში 2022 წელს კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 170 ადამიანი მიეცა, ნათქვამია... 26.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-26T10:29+0400
2023-05-26T10:29+0400
2023-05-30T12:48+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოში 2022 წელს კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 170 ადამიანი მიეცა, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.უწყების ცნობით, გასულ წელს კორუფციულ საქმეებზე, მათ შორის, ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და თაღლითობის, სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტებზე სულ 61 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ანტიკორუფციულმა სააგენტომ 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 188 სახლი და ბინა და 20 ავტომობილი დალუქა.გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, ანტიკორუფციული სააგენტოს ბრალის საფუძველზე სასამართლომ 7 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და სახელმწიფომ 360,6 ათასი ლარის ღირებულების 28,7 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის დაბრუნება შეძლო.ამჟამად საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო იქმნება, რომელიც იქნება დამოუკიდებელი ორგანო. იგი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოში 2022 წელს კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 170 ადამიანი მიეცა, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.
უწყების ცნობით, გასულ წელს კორუფციულ საქმეებზე, მათ შორის, ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და თაღლითობის, სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტებზე სულ 61 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ანტიკორუფციულმა სააგენტომ 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 188 სახლი და ბინა და 20 ავტომობილი დალუქა.
გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, ანტიკორუფციული სააგენტოს ბრალის საფუძველზე სასამართლომ 7 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და სახელმწიფომ 360,6 ათასი ლარის ღირებულების 28,7 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის დაბრუნება შეძლო.
ამჟამად საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო იქმნება, რომელიც იქნება დამოუკიდებელი ორგანო. იგი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.