https://sputnik-georgia.com/20230526/iaponiam-axali-antirusuli-sanqciebi-miiro-278031106.html
იაპონიამ ანტირუსული სანქციების ახალი პაკეტი მიიღო: გამოქვეყნდა ჩამონათვალი
იაპონიამ ანტირუსული სანქციების ახალი პაკეტი მიიღო: გამოქვეყნდა ჩამონათვალი
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო, რომელშიც 78 რუსული ორგანიზაცია 17... 26.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-26T10:43+0400
2023-05-26T10:43+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
იაპონია
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441600_0:0:1828:1029_1920x0_80_0_0_138f125cc91891c7a600bc20a2e3f8ed.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო, რომელშიც 78 რუსული ორგანიზაცია 17 პირი შეიყვანა, ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე.გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სანქცირებულ პირთა შორის არიან რუსი გენერლები, ასევე ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა. გარდა ამისა, ტოკიომ 80 რუსულ ორგანიზაციას ექსპორტი აუკრძალა.ჩამონათვალის თანახმად, შეზღუდვები დაუწესდა: რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდს, ავიაქარხნებს — „ურალი“, „სოკოლი“, „კომსომოლსკი ამურზე“, „ირკუტსკი“, მანთქნათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროს, მაკეევის სახელობის სახელმწიფო სარაკეტო ცენტრს და სხვა ორგანიზაციებს.სანქცირებულ პირთა სიაში აღმოჩნდნენ: კომპანია „ალმაზ-ანტეის“ ხელმძღვანელი იან ნოვიკოვი, ჯგუფ „ზაპადის“ სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ ზუსკო, საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი და 90-ე სატანკო დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი რამილ იბატულინი.პერსონალური სანქციები დაუწესდათ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის პროკურორებსაც.გარდა ამისა, ტოკიომ აკრძალა რუსეთისთვის სამშენებლო და საინჟინრო მომსახურების გაწევა და ასევე გარკვეული საქონლის ექსპორტი, რომლებიც ხელს უწყობს რუსეთის სამრეწველო ბაზის გაძლიერებას.იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, საექსპორტო შეზღუდვები ძალაში 2 ივნისიდან შევა.სულ იაპონიის სანქციების სიაში ამ დროისათვის 207 რუსული ორგანიზაცია და 700 ფიზიკური პირი შედის. სანქციების ყველა პაკეტით ჯამში ექსპორტის შეზღუდვები ეხება 437 ორგანიზაციას.წყარო: MFA of Japan
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441600_160:0:1732:1179_1920x0_80_0_0_f41e0bf0c169057695c3d45aaddb0c64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იაპონია , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
იაპონია , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო, რომელშიც 78 რუსული ორგანიზაცია 17 პირი შეიყვანა, ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე.
გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სანქცირებულ პირთა შორის არიან რუსი გენერლები, ასევე ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა. გარდა ამისა, ტოკიომ 80 რუსულ ორგანიზაციას ექსპორტი აუკრძალა.
ჩამონათვალის თანახმად, შეზღუდვები დაუწესდა: რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდს, ავიაქარხნებს — „ურალი“, „სოკოლი“, „კომსომოლსკი ამურზე“, „ირკუტსკი“, მანთქნათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროს, მაკეევის სახელობის სახელმწიფო სარაკეტო ცენტრს და სხვა ორგანიზაციებს.
სანქცირებულ პირთა სიაში აღმოჩნდნენ: კომპანია „ალმაზ-ანტეის“ ხელმძღვანელი იან ნოვიკოვი, ჯგუფ „ზაპადის“ სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ ზუსკო, საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი და 90-ე სატანკო დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი რამილ იბატულინი.
პერსონალური სანქციები დაუწესდათ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის პროკურორებსაც.
გარდა ამისა, ტოკიომ აკრძალა რუსეთისთვის სამშენებლო და საინჟინრო მომსახურების გაწევა და ასევე გარკვეული საქონლის ექსპორტი, რომლებიც ხელს უწყობს რუსეთის სამრეწველო ბაზის გაძლიერებას.
იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, საექსპორტო შეზღუდვები ძალაში 2 ივნისიდან შევა.
სულ იაპონიის სანქციების სიაში ამ დროისათვის 207 რუსული ორგანიზაცია და 700 ფიზიკური პირი შედის. სანქციების ყველა პაკეტით ჯამში ექსპორტის შეზღუდვები ეხება 437 ორგანიზაციას.