https://sputnik-georgia.com/20230526/evraziuli-kavsiris-samiti-278029952.html
ევრაზიული კავშირის სამიტზე 13 დოკუმენტს მოეწერა ხელი
ევრაზიული კავშირის სამიტზე 13 დოკუმენტს მოეწერა ხელი
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ევრაზიული კავშირის ქვეყნების ლიდერებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, ხელი მოაწერეს... 26.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-26T09:41+0400
2023-05-26T09:41+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი
ახალი ამბები
პოლიტიკა
ეკონომიკა
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278023748_0:321:3070:2048_1920x0_80_0_0_a25fd8fd7d1242e192a8a3f38e1ee6c1.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ევრაზიული კავშირის ქვეყნების ლიდერებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, ხელი მოაწერეს 13 დოკუმენტს, რომელთა სიაც კრემლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.მათ შორისაა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის, ასევე „ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს ცალკეულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმები.გარდა ამისა, ხელმოწერილია ოქმები ევრაზიული კავშირის ფარგლებში მომსახურების ცალკეული სექტორების ლიბერალიზაციის გეგმების განხორციელების შესახებ და გაერთიანების წევრი ქვეყნების მიერ ვაჭრობის რეგულირების წესებით გათვალისწინებული დებულებების 2021-2022 წლებში შესრულების მონიტორინგის შედეგების შესახებ.კიდევ ერთი ხელმოწერილი დოკუმენტია ევრაზიული კავშირის შესახებ 2014 წლის 29 მაისის ხელშეკრულებაში ცვლილებები EAEU წევრი ქვეყნების მიერ მრეწველობის დარგებში ერთობლივი თანამშრომლობის პროექტების განხორციელებაში ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ ოქმში.აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა შეხვედრის მონაწილეებს ევრაზიული კავშირის საიუბილეო სამიტის ჩატარება 2024 წელს ასტანაში შესთავაზა. 10 წლის წინ კავშირის დაარსების შესახებ შეთანხმებას ხელი სწორედ ყაზახეთის დედაქალაქში მოეწერა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278023748_176:0:2907:2048_1920x0_80_0_0_8788f0794b341237b15459a77195af33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, ახალი ამბები, პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, ახალი ამბები, პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ევრაზიული კავშირის ქვეყნების ლიდერებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, ხელი მოაწერეს 13 დოკუმენტს, რომელთა სიაც კრემლის ვებ-გვერდზეა
გამოქვეყნებული.
მათ შორისაა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის, ასევე „ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს ცალკეულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმები.
გარდა ამისა, ხელმოწერილია ოქმები ევრაზიული კავშირის ფარგლებში მომსახურების ცალკეული სექტორების ლიბერალიზაციის გეგმების განხორციელების შესახებ და გაერთიანების წევრი ქვეყნების მიერ ვაჭრობის რეგულირების წესებით გათვალისწინებული დებულებების 2021-2022 წლებში შესრულების მონიტორინგის შედეგების შესახებ.
კიდევ ერთი ხელმოწერილი დოკუმენტია ევრაზიული კავშირის შესახებ 2014 წლის 29 მაისის ხელშეკრულებაში ცვლილებები EAEU წევრი ქვეყნების მიერ მრეწველობის დარგებში ერთობლივი თანამშრომლობის პროექტების განხორციელებაში ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ ოქმში.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა შეხვედრის მონაწილეებს ევრაზიული კავშირის საიუბილეო სამიტის ჩატარება 2024 წელს ასტანაში შესთავაზა. 10 წლის წინ კავშირის დაარსების შესახებ შეთანხმებას ხელი სწორედ ყაზახეთის დედაქალაქში მოეწერა.