მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კორუფციის საქმე: ინფორმატორს ცნობებისთვის რეკორდული თანხა გადაუხადეს

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიდოლარი
დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
გამოწერა
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) რეკორდული თანხა, 279 მილიონი დოლარი გადაუხადა ინფორმატორს, რომელმაც მას კომპანია Ericsson-ის კორუფციულ საქმიანობაზე ცნობები მიაწოდა, იუწყება The Wall Street Journal.
გავრცელებული ცნობით, SEC არალეგალური გადახდების საქმეს იძიებდა, რომელსაც „ერიქსონი“ სხვადასხვა ქვეყნებში კონტრაქტების მისაღებად იხდიდა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომისია არც ინფორმატორის სახელს ამჟღავნებს და არც მისთვის გადაცემული ფულადი ჯილდოს რაოდენობას. გამოცემამ პრემიის რაოდენობა SEC-ის წესებიდან გამომდინარე გამოთვალა, რომელთა თანახმად, კორპორაციული დანაშაულების გამოძიებაში დამხმარე ინფორმატორებს იმ თანხის 10-30% ეძლევათ, რომელსაც კომპანია მარეგულირებელთან შეთანხმების ფარგლებში იხდის.
2019 წელს კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ერიქსონი“ 1,1 მლრდ დოლარის გადახდას დათანხმდა იმ ქრთამებთან დაკავშირებით, რომლებსაც ის ჩინეთის, საუდის არაბეთის, ინდონეზიის, ვიეტნამის, ქუვეითისა და ჯიბუტის ჩინოვნიკებს უხდიდა. სწორედ ამ კორუფციული გარიგებების წყალობით იღებდა კომპანია მილიონობით მოგებას, რითაც საზღვარგარეთ კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ამერიკულ კანონს არღვევდა.
მიმდინარე წლის მარტში კი 2019 წლიდან მოყოლებული სავარაუდო გადაცდომების სერიამ აიძულა „ერიქსონი“, რომ დანაშაული ეღიარებინა და დამატებით 207 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაეხადა იმ შეთანხმებების დარღვევისთვის, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროსთან მიაღწია 2019 წელს.
წყარო: WSJ
ყველა ახალი ამბავი
0