https://sputnik-georgia.com/20230526/26-maisi-damoukideblobis-dge-278020941.html
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
Sputnik საქართველო
წლების მანძილზე დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში აღლუმით აღნიშნავდნენ, თუმცა შემდეგ ხელისუფლებამ უარი თქვა ამ ტრადიციაზე და ძირითადი აქცენტი სახალხო... 26.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-26T10:00+0400
2023-05-26T10:00+0400
2023-05-30T12:47+0400
საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1a/266910054_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_21cc2b0e5f806d24176dd96428aa1feb.jpg
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში - პროგრამა>>>1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“.თბილისსა და რეგიონებში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საზეიმო კონცერტით დასრულდება.დღის მთავარი ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება. რეკრუტები და წვევამდელები საქართველოს ათ რეგიონში სამხედრო ფიცს დადებენ ქვეყნის პირველი პირებისა და მოწვეული სტუმრების თანდასწრებით.თავისუფლების მოედანზე განლაგდება საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი. იგეგმება თავდაცვის ძალების შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის გამოფენა.დღეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონებია მოწყობილი. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. ცალკე მოეწყობა ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები.დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტები და თეატრალური შოუ.დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1a/266910054_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_19a5630a1b85169183410f6c8dd287fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
10:00 26.05.2023 (განახლებულია: 12:47 30.05.2023) წლების მანძილზე დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში აღლუმით აღნიშნავდნენ, თუმცა შემდეგ ხელისუფლებამ უარი თქვა ამ ტრადიციაზე და ძირითადი აქცენტი სახალხო დღესასწაულზე გაკეთდა.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“.
თბილისსა და რეგიონებში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საზეიმო კონცერტით დასრულდება.
დღის მთავარი ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება. რეკრუტები და წვევამდელები საქართველოს ათ რეგიონში სამხედრო ფიცს დადებენ ქვეყნის პირველი პირებისა და მოწვეული სტუმრების თანდასწრებით.
თავისუფლების მოედანზე განლაგდება საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი. იგეგმება თავდაცვის ძალების შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის გამოფენა.
დღეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონებია მოწყობილი. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. ცალკე მოეწყობა ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები.
დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტები და თეატრალური შოუ.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.