https://sputnik-georgia.com/20230526/------278035452.html
პრემიერი: საქართველო რჩება მშვიდობისა და სტაბლურობის ოაზისად რეგიონში
პრემიერი: საქართველო რჩება მშვიდობისა და სტაბლურობის ოაზისად რეგიონში
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მიუხედავად არაკეთილმოსურნეთა მხრიდან დესტრუქციული მცდელობისა, საქართველო რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში... 26.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-26T12:50+0400
2023-05-26T12:50+0400
2023-05-26T18:30+0400
საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1a/278032984_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_7de036c780aeffe4b9905746806e597a.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მიუხედავად არაკეთილმოსურნეთა მხრიდან დესტრუქციული მცდელობისა, საქართველო რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა თავისუფლების მოედანზე საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე, რომელიც დღევანდელი ღონისძიებების ეპიცენტრია. სახელმწიფოს პირველი პირების გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის ხუთ რეგიონში ერთდროულად ჩატარდა.საქართველომ კარგად იცის ომის და მშვიდობის ფასი, აღნიშნა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, თავისუფლების პირველი მტერი ომია.მისი თქმით, თავისუფლება ჩვენი დიდი წინაპრებისთვის მუდმივად ბრძოლით მოსაპოვებელი მიზანი იყო და არა თავისთავადი მოცემულობა. „დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყანაა, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს, სამწუხაროდ, ბევრი შიდა და გარე, ხილული თუ ფარული მტერი ჰყავს, შესაბამისად, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს სჭირდება განმტკიცება, რომელიც მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას და ეს ჩვენი ვალდებულებაა“, – აღნიშნა პრემიერმა.26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.მთელი საქართველოს მასშტაბით ზუსტად 17:10 საათზე, როდესაც ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.დღეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონებია მოწყობილი. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. ცალკე მოეწყობა ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები. დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტები და თეატრალური შოუ.დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1a/278032984_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a3cb73e806fe634c4c4ba7cd555b704e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მიუხედავად არაკეთილმოსურნეთა მხრიდან დესტრუქციული მცდელობისა, საქართველო რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.
ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა თავისუფლების მოედანზე საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე, რომელიც დღევანდელი ღონისძიებების ეპიცენტრია. სახელმწიფოს პირველი პირების გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის ხუთ რეგიონში ერთდროულად ჩატარდა.
„ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველომ კარგად იცის ომის და მშვიდობის ფასი, აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თავისუფლების პირველი მტერი ომია.
„და დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, თავისუფლება ჩვენი დიდი წინაპრებისთვის მუდმივად ბრძოლით მოსაპოვებელი მიზანი იყო და არა თავისთავადი მოცემულობა.
„დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყანაა, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს, სამწუხაროდ, ბევრი შიდა და გარე, ხილული თუ ფარული მტერი ჰყავს, შესაბამისად, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს სჭირდება განმტკიცება, რომელიც მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას და ეს ჩვენი ვალდებულებაა“, – აღნიშნა პრემიერმა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
მთელი საქართველოს მასშტაბით ზუსტად 17:10 საათზე, როდესაც ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.
დღეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონებია მოწყობილი. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. ცალკე მოეწყობა ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები. დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტები და თეატრალური შოუ.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.