https://sputnik-georgia.com/20230526/---------278030800.html
ენტონი ბლინკენი: აშშ-ის სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს
ენტონი ბლინკენი: აშშ-ის სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს
Sputnik საქართველო
ბლინკენის თქმით, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი, მტკიცე სურვილი ევროატლანტიკური მომავლისკენ. 26.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-26T11:00+0400
2023-05-26T11:00+0400
2023-05-26T17:55+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/16/268766555_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_458a994d740be7d539ebc50b251bc3be.jpg
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.წერილში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.ბლინკენის თქმით, საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიის ღირებულებები და ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი, მტკიცე სურვილი ევროატლანტიკური მომავლისკენ.„ჩვენი 31-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და უკეთესი მომავლის შესაქმნელად", – ნათქვამია განცხადებაში.26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/16/268766555_50:0:1473:1067_1920x0_80_0_0_654050d774a213bde31190cfc2d35f8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, ახალი ამბები
ენტონი ბლინკენი: აშშ-ის სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს
11:00 26.05.2023 (განახლებულია: 17:55 26.05.2023) ბლინკენის თქმით, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი, მტკიცე სურვილი ევროატლანტიკური მომავლისკენ.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
წერილში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს ააშენოს უსაფრთხო, უკეთესი, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ", – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განხადებაში.
ბლინკენის თქმით, საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიის ღირებულებები და ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი, მტკიცე სურვილი ევროატლანტიკური მომავლისკენ.
„ჩვენი 31-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და უკეთესი მომავლის შესაქმნელად", – ნათქვამია განცხადებაში.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.