https://sputnik-georgia.com/20230525/vasli-da-mayvali-kuntebisa-da-asakobriv-sisustes-ebrzvis-278010035.html
აუცილებლად მიირთვით ვაშლი ან მაყვალი: ახალმა კვლევამ უჩვეულო ეფექტი დაადასტურა
აუცილებლად მიირთვით ვაშლი ან მაყვალი: ახალმა კვლევამ უჩვეულო ეფექტი დაადასტურა
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ძველი ბრიტანული ანდაზა, რომ დღეში ერთი ვაშლი ადამიანს ექიმისგან იცავს (An apple a day keeps the doctor away), შესაძლოა სავსებით... 25.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-25T16:07+0400
2023-05-25T16:07+0400
2023-08-17T10:48+0400
ექიმის რჩევები
ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24314/11/243141172_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_19eda9d0e459ef12f1406a10883b5953.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ძველი ბრიტანული ანდაზა, რომ დღეში ერთი ვაშლი ადამიანს ექიმისგან იცავს (An apple a day keeps the doctor away), შესაძლოა სავსებით მართალი იყოს, ვინაიდან, როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, ეს ხრაშუნა ხილი ნამდვილად იცავს ადამიანს კუნთების სისუსტისგან, წერს Express.სპეციალისტების თქმით, კუნთების სისუსტე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც წაქცევის, მოტეხილობების, ჰოსპიტალზაციისა და სიკვდილის რისკებსაც კი ზრდის.როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევიდან ირკვევა, ვაშლის მსგავსი მოქმედება აქვს მაყვალსაც, ვინაიდან ეს ორივე ხილი შეიცავს ფლავონოიდებს, კერძოდ, კვერციტინს, რომელიც ტვინს, გულსა და სხვა ქსოვილებს დაზიანებებისგან იცავს.კვლევამ ეჭვქვეშ დააყენა კუნთების სისუსტესთან ბრძოლის ძირითადი კვებითი რეკომენდაცია, რომელიც რაციონში ცილების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.როგორც კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, პროფესორი შივანი საჰნი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ცილების საკმარისი რაოდენობით მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ასაკში, ფლავონოიდები ასევე დაგეხმარებათ კუნთების სისუსტესთან ბრძოლასა და მის პროფილაქტიკაში.მეცნიერის თქმით, კვლევის მონაცემებით დასტურდება, რომ კუნთების სისუსტის პროფილაქტიკაში ყველაზე ძლიერი ეფექტი კვერციტინმა გამოავლინა.წყარო: Express
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24314/11/243141172_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_36598c2acbdb48938a8d4beffb6ae8d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები, ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ძველი ბრიტანული ანდაზა, რომ დღეში ერთი ვაშლი ადამიანს ექიმისგან იცავს (An apple a day keeps the doctor away), შესაძლოა სავსებით მართალი იყოს, ვინაიდან, როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, ეს ხრაშუნა ხილი ნამდვილად იცავს ადამიანს კუნთების სისუსტისგან, წერს Express.
სპეციალისტების თქმით, კუნთების სისუსტე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც წაქცევის, მოტეხილობების, ჰოსპიტალზაციისა და სიკვდილის რისკებსაც კი ზრდის.
როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევიდან ირკვევა, ვაშლის მსგავსი მოქმედება აქვს მაყვალსაც, ვინაიდან ეს ორივე ხილი შეიცავს ფლავონოიდებს, კერძოდ, კვერციტინს, რომელიც ტვინს, გულსა და სხვა ქსოვილებს დაზიანებებისგან იცავს.
კვლევამ ეჭვქვეშ დააყენა კუნთების სისუსტესთან ბრძოლის ძირითადი კვებითი რეკომენდაცია, რომელიც რაციონში ცილების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.
როგორც კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, პროფესორი შივანი საჰნი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ცილების საკმარისი რაოდენობით მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ასაკში, ფლავონოიდები ასევე დაგეხმარებათ კუნთების სისუსტესთან ბრძოლასა და მის პროფილაქტიკაში.
„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 10 მგ ფლავანოლის მიღება 20%-ით ამცირებს კუნთების სისუსტის ალბათობას. ადამიანებს მარტივად შეუძლიათ ამ რაოდენობის ფლავანოლების მიღება ყოველდღიურად, ვინაიდან ერთი საშუალო ზომის ვაშლი დაახლოებით 10 მგ ფლავანოლს შეიცავს“, — აცხადებს შივანი საჰნი.
მეცნიერის თქმით, კვლევის მონაცემებით დასტურდება, რომ კუნთების სისუსტის პროფილაქტიკაში ყველაზე ძლიერი ეფექტი კვერციტინმა გამოავლინა.