https://sputnik-georgia.com/20230525/trampi-respublikelebis-praimerizsi-liderobs-278005451.html
ტრამპი VS დესანტისი: გამოიკვეთა რესპუბლიკელთა ლიდერი - გამოკითხვის შედეგები
ტრამპი VS დესანტისი: გამოიკვეთა რესპუბლიკელთა ლიდერი - გამოკითხვის შედეგები
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პრაიმერიზში რესპუბლიკელი ამომრჩევლების უმრავლესობა დაუჭერს მხარს, ხოლო მის კონკურენტს... 25.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-25T12:36+0400
2023-05-25T12:36+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
პოლიტიკა
დონალდ ტრამპი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250634560_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_9a2dc2e79088d65089313ba72c2ce07e.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პრაიმერიზში რესპუბლიკელი ამომრჩევლების უმრავლესობა დაუჭერს მხარს, ხოლო მის კონკურენტს, ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს — 26%, იუწყება ტელეარხი CNN კომპანია SSRS-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით.თუმცა იქვე აღინიშნება, რომ რესპუბლიკელების მხარდამჭერ ამომრჩეველთაგან ბევრი მზადაა პრეზიდენტის პოსტზე ამ ორიდან ნებისმიერზე და ასევე სხვა კანდიდატებზეც იმსჯელოს.ასევე აღინიშნება, რომ ტრამპის მხარდაჭერა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მარტის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით. მაშინ გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოფილ პრეზიდენტსაც და რონ დესანტისსაც თითქმის თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი უჭერდა მხარს.არსებული ცნობით, დონალდ ტრამპი ერთნაირი მაჩვენებლით უსწრებს დესანტისს როგორც ასაკოვან, ისე ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის. ამასთან აღინიშნება, რომ მარტში ტრამპს ასაკოვანი ელექტორატის უფრო ნაკლები რაოდენობა უჭერდა მხარს.კვლევა 17-20 მაისს ჩატარდა და შემთხვევით შერჩეული 1227 ამერიკელი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 5,8%-ია.აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. დონალდ ტრამპმა 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა — მიმდინარე წლის აპრილში.რაც შეეხება ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს, არჩევნებში მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადი მან 24 მაისს წარადგინა, თუმცა მისი გადაწყვეტილების თაობაზე ბევრად ადრე გახდა ცნობილი.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250634560_34:0:2765:2048_1920x0_80_0_0_a2e8b27575e4e7decc1feeba0b0755f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , პოლიტიკა, დონალდ ტრამპი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , პოლიტიკა, დონალდ ტრამპი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს
პრაიმერიზში რესპუბლიკელი ამომრჩევლების უმრავლესობა დაუჭერს მხარს, ხოლო მის კონკურენტს, ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს — 26%, იუწყება ტელეარხი CNN კომპანია
SSRS-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით.
„ტრამპი პირველი არჩევანია რესპუბლიკური პარტიის წევრებისა და მისი მომხრეების 53%-სთვის პრაიმერიზში, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება რონ დესანტისის 26%-ს“, — ნათქვამია გამოკითხვის შედეგებში.
თუმცა იქვე აღინიშნება, რომ რესპუბლიკელების მხარდამჭერ ამომრჩეველთაგან ბევრი მზადაა პრეზიდენტის პოსტზე ამ ორიდან ნებისმიერზე და ასევე სხვა კანდიდატებზეც იმსჯელოს.
ასევე აღინიშნება, რომ ტრამპის მხარდაჭერა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მარტის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით. მაშინ გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოფილ პრეზიდენტსაც და რონ დესანტისსაც თითქმის თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი უჭერდა მხარს.
არსებული ცნობით, დონალდ ტრამპი ერთნაირი მაჩვენებლით უსწრებს დესანტისს როგორც ასაკოვან, ისე ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის. ამასთან აღინიშნება, რომ მარტში ტრამპს ასაკოვანი ელექტორატის უფრო ნაკლები რაოდენობა უჭერდა მხარს.
კვლევა 17-20 მაისს ჩატარდა და შემთხვევით შერჩეული 1227 ამერიკელი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 5,8%-ია.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. დონალდ ტრამპმა 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა — მიმდინარე წლის აპრილში.
რაც შეეხება ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს, არჩევნებში მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადი მან 24 მაისს წარადგინა, თუმცა მისი გადაწყვეტილების თაობაზე ბევრად ადრე გახდა ცნობილი.