https://sputnik-georgia.com/20230525/srola-vakesi-sss-m-fexburtelis-dawris-faqtze-gamozieba-daiwyo-278022934.html
სროლა ვაკეში: შსს-მ ფეხბურთელის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სროლა ვაკეში: შსს-მ ფეხბურთელის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში ცოტა ხნის წინ ფეხბურთელი დაჭრეს. 25.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-25T20:53+0400
2023-05-25T20:53+0400
2023-05-25T22:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277691024_0:122:3078:1853_1920x0_80_0_0_6ececac29328aa19af20fe798850e803.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ვაკეში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „სტრადაში“ ყოფილი ფეხბურთელი, 26 წლის გუგა ფირცხალავა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. თავდამსხმელიც მამაკაცია, რომელიც, თვითმხილველების თქმით, კაფეში ნიღბის გარეშე შევიდა, რამდენჯერმე გაისროლა და ტერიტორია დატოვა.დაჭრილი გუგა ფირცხალავა კლინიკაშია გადაყვანილი.მომხდართან დაკავშირებით მასმედიაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გუგა ფირცხალავა სხვა პიროვნებაში შეეშალათ, ხოლო „TV პირველის“ ცნობით, ფირცხალავა ერთ-ერთი საძმოს წევრია, რომლის გვარიც მანამდე ვაკეში კრიმინალურ ისტორიაში ფიგურირებდა. მომხდარი დანაშაულის სავარაუდო მოტივი კი პირადი ანგარიშსწორებაა.შსს-ს თავდამსხმელის დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.რაც შეეხება დაჭრილს, მას ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277691024_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_2c77b5e119a0f46c2b4309c00349ac0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
სროლა ვაკეში: შსს-მ ფეხბურთელის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
20:53 25.05.2023 (განახლებულია: 22:43 25.05.2023) მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში ცოტა ხნის წინ ფეხბურთელი დაჭრეს.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ვაკეში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „სტრადაში“ ყოფილი ფეხბურთელი, 26 წლის გუგა ფირცხალავა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. თავდამსხმელიც მამაკაცია, რომელიც, თვითმხილველების თქმით, კაფეში ნიღბის გარეშე შევიდა, რამდენჯერმე გაისროლა და ტერიტორია დატოვა.
დაჭრილი გუგა ფირცხალავა კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით მასმედიაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გუგა ფირცხალავა სხვა პიროვნებაში შეეშალათ, ხოლო „TV პირველის“ ცნობით, ფირცხალავა ერთ-ერთი საძმოს წევრია, რომლის გვარიც მანამდე ვაკეში კრიმინალურ ისტორიაში ფიგურირებდა. მომხდარი დანაშაულის სავარაუდო მოტივი კი პირადი ანგარიშსწორებაა.
შსს-ს თავდამსხმელის დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
რაც შეეხება დაჭრილს, მას ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.