ქართული მეღვინეობის ქალთა სახეები ლონდონში

© National Wine Agency of Georgiaლონდონში 20 ქართველი მეღვინე ქალის პროდუქციას ეცნობიან
ლონდონში 20 ქართველი მეღვინე ქალის პროდუქციას ეცნობიან - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
გამოწერა
ქართველი ქალი მეღვინეების საქმიანობის პოპულარიზაცია ემსახურება დარგის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ლონდონში 20 ქართველი მეღვინე ქალის პროდუქციას ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები, დარგის ადგილობრივი ექსპერტები და ღვინის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები ეცნობიან, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ლონდონში 23-დან 26 მაისის ჩათვლით იმართება. ღონისძიებების ორგანიზატორია ღვინის მაგისტრი სარა ებოტი.
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, სადაც ასევე იქნება წარმოდგენილი ქართველი მეღვინე ქალების პროდუქცია.
© National Wine Agency of Georgiaლონდონში 20 ქართველი მეღვინე ქალის პროდუქციას ეცნობიან
В Лондоне знакомятся с продукцией 20 грузинских женщин-виноделов - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
ლონდონში 20 ქართველი მეღვინე ქალის პროდუქციას ეცნობიან
ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, მათ შორის, ქართველი ქალი მეღვინეების საქმიანობის ხელშეწყობას, რაც ემსახურება დარგის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით.

ქართული ღვინის პოპულარიზაცია

სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეხუთე ადგილი უკავია და მისი წილი მთლიანი ექსპორტის 4,5%-ს შეადგენს. ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორს წლებია რუსეთი წარმოადგენს.
2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინო.
2022 წელს ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 63,7% რუსეთში განხორციელდა, სადაც ჯამში 160,8 მლნ დოლარის ღირებულების 73,1 ათასი ტონა ღვინო გაიგზავნა.
© National Wine Agency of Georgiaლონდონში 20 ქართველი მეღვინე ქალის პროდუქციას ეცნობიან
В Лондоне знакомятся с продукцией 20 грузинских женщин-виноделов - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
ლონდონში 20 ქართველი მეღვინე ქალის პროდუქციას ეცნობიან
გარდა ამისა, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში 38 მლნ დოლარის ღირებულების 13,8 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო გავიდა, რაც 49,6%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში.
მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია. 2012 წელს კი ეს თანხა 1,5 მლნ ლარს შეადგენდა.
სწორედ 14 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს ქვეყანა საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0