https://sputnik-georgia.com/20230525/medvedcuki-zelenskis-samsvidobo-gegmis-sesaxeb-278000822.html
მედვედჩუკი: ზელენსკის გეგმა სამშვიდობო არ არის
მედვედჩუკი: ზელენსკის გეგმა სამშვიდობო არ არის
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცხადებული სამშვიდობო გეგმა არ არის უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმა, მიიჩნევს ამჟამად რუსეთში... 25.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-25T09:58+0400
2023-05-25T09:58+0400
2023-07-20T15:51+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277994932_0:28:2925:1673_1920x0_80_0_0_28153d51e67b1025682d3f2eeea98d2e.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცხადებული სამშვიდობო გეგმა არ არის უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმა, მიიჩნევს ამჟამად რუსეთში მცხოვრები უკრაინის რადის ყოფილი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი, რომლის კომენტარსაც „რია ნოვოსტი“ აქვეყნებს.მისი თქმით, გეგმით შემოთავაზებული ფორმულირება ემყარება სამ დებულებას, რომლებიც უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას, რუსეთის დასჯას და ამის საფუძველზე ახალი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების სისტემის აგებას შეეხება.ამ გეგმის უკან, მედვედჩუკის აზრით, „ზელენსკი არ დგას, რითაც, ფაქტობრივად, აიხსნება კიდეც ესოდენ ფართო მხარდაჭერა“.ამასთან მედვედჩუკი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გეგმაში ზელენსკი არ ახსენებს კონფლიქტის მიზეზებს, რომლებიც გავლენას ახდენს „უკრაინაში ნატოს მოსვლაზე, რაც საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ფედერაციის ინტერესებს“, „ნეონაციზმსა“ და „მემარჯვენე უკანონობას“, რაც, მედვედჩუკის თქმით, სახელმწიფო პოლიტიკად იქცა, და ასევე „რუსულენოვანი მოსახლეობის შეურაცხყოფას, განსხვავებული აზრის განადგურებას, პოლიტიკური ოპოზიციისა და რუსეთისადმი კეთილმეზობლური და მეგობრული განწყობის მქონე მოქალაქეების წმენდას“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277994932_128:0:2859:2048_1920x0_80_0_0_24b8f02d94301ec438ae6b72f6c53e38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცხადებული სამშვიდობო გეგმა არ არის უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმა, მიიჩნევს ამჟამად რუსეთში მცხოვრები უკრაინის რადის ყოფილი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი, რომლის კომენტარსაც „რია ნოვოსტი“ აქვეყნებს.
„ზელენსკის ფართოდ გაცხადებული სამშვიდობო გეგმა, რომლითაც ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს სარეკლამო მიზნებისთვის, არანაირი გეგმა არ არის, ეს მხოლოდ ზელენსკისა და მისი გარემოცვის უზომოდ ამბიციური სურვილების სიაა“, — დაწერა მედვედჩუკმა Telegram-არხ „დრუგაია უკრაინას“ კომენტარში.
მისი თქმით, გეგმით შემოთავაზებული ფორმულირება ემყარება სამ დებულებას, რომლებიც უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას, რუსეთის დასჯას და ამის საფუძველზე ახალი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების სისტემის აგებას შეეხება.
„როგორც ხედავთ, ამ გეგმის მთავარი პუნქტებია რუსეთის დასჯა, დასუსტება და სამხედრო დამარცხება. მაგრამ თუ საუბარია რომელიმე მხარის დამარცხებაზე, მაშინ ამას სამშვიდობო გეგმა არ შეიძლება ეწოდოს", — მიიჩნევს ის.
ამ გეგმის უკან, მედვედჩუკის აზრით, „ზელენსკი არ დგას, რითაც, ფაქტობრივად, აიხსნება კიდეც ესოდენ ფართო მხარდაჭერა“.
ამასთან მედვედჩუკი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გეგმაში ზელენსკი არ ახსენებს კონფლიქტის მიზეზებს, რომლებიც გავლენას ახდენს „უკრაინაში ნატოს მოსვლაზე, რაც საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ფედერაციის ინტერესებს“, „ნეონაციზმსა“ და „მემარჯვენე უკანონობას“, რაც, მედვედჩუკის თქმით, სახელმწიფო პოლიტიკად იქცა, და ასევე „რუსულენოვანი მოსახლეობის შეურაცხყოფას, განსხვავებული აზრის განადგურებას, პოლიტიკური ოპოზიციისა და რუსეთისადმი კეთილმეზობლური და მეგობრული განწყობის მქონე მოქალაქეების წმენდას“.