https://sputnik-georgia.com/20230525/luiza-heis-metodi-afirmaciebi-siyvarulis-sapovnelad-278013267.html
თუ მარტოსული ხართ: იპოვეთ სიყვარული ლუიზა ჰეის მეთოდით
თუ მარტოსული ხართ: იპოვეთ სიყვარული ლუიზა ჰეის მეთოდით
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ცხოვრების პარტნიორის, გვერდით საყვარელი ადამიანის ყოლის სურვილი ისეთი ბუნებრივი მოვლენაა, რომ ბევრი მისი წარმოშობის ბუნებას არც კი... 25.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-25T17:00+0400
2023-05-25T17:00+0400
2023-05-25T20:52+0400
ფსიქოლოგია
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23399/91/233999127_0:409:4842:3133_1920x0_80_0_0_05b8d09dde0f20c108e286d84f88e40a.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ცხოვრების პარტნიორის, გვერდით საყვარელი ადამიანის ყოლის სურვილი ისეთი ბუნებრივი მოვლენაა, რომ ბევრი მისი წარმოშობის ბუნებას არც კი უფიქრდება, აცხადებენ ფსიქოლოგები.მათი თქმით, სიყვარული და შეყვარება ბევრისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ხდება, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებს იდეალური პარტნიორის მოძებნა–არჩევას, რაც იმედგაცრუებას, დიდ სინანულსა და ხშირად ტანჯვასაც იწვევს.იმისათვის, რომ ადამიანებს სასურველი, მათთვის იდეალური პარტნიორის მოძიებაში, მტკიცე და თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დახმარებოდა, ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლუიზა ჰეიმ სპეციალური მეთოდიკა შეიმუშავა, რომელიც ადამიანის აზროვნებასა და, შესაბამისად, ცხოვრებასაც ცვლის.აღსანიშნავია, რომ ლუიზა ჰეი 30-ზე მეტი წიგნის ავტორია, რომელთაგან წიგნი „შენ შეგიძლია განკურნო საკუთარი ცხოვრება“ (You Can Heal Your Life), აშშ-ში 110-ჯერ დაიბეჭდა, 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს 33 ქვეყანაში საერთო ჯამში 50 მილიონიანი ტირაჟით გამოიცა.ლუიზა ჰეის რამდენიმე ფრაზა (ფსიქოლოგიაში — აფირმაციები), რომლებიც სასურველი მეორე ნახევრის მოძებნაში დაგეხმარებათ, ასე გამოიყურება:არ გამოტოვოთ: ფსიქოლოგიური აფირმაციები სტრესისა და დეპრესიის წინააღმდეგ - მარტივი და ეფექტური მეთოდიგახსოვდეთ: ვერასდროს შეხვდებით ნამდვილ მეორე ნახევარს და მასთან ნორმალურ ურთიერთობას ვერ დაამყარებთ, თუ მარტოობაზე ჩაიციკლებით და გამუდმებით იფიქრებთ და ილაპარაკებთ ამაზე.რეგულარულად, ყოველდღე გაიმეორეთ ეს აფირმაციები და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი აზროვნება, შედეგად კი — თქვენი ცხოვრებაც.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23399/91/233999127_61:0:4781:3540_1920x0_80_0_0_4c033017e2950ea4c1c559e947559e01.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფსიქოლოგია , სასარგებლო რჩევები
ფსიქოლოგია , სასარგებლო რჩევები
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ცხოვრების პარტნიორის, გვერდით საყვარელი ადამიანის ყოლის სურვილი ისეთი ბუნებრივი მოვლენაა, რომ ბევრი მისი წარმოშობის ბუნებას არც კი უფიქრდება, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, სიყვარული და შეყვარება ბევრისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ხდება, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებს იდეალური პარტნიორის მოძებნა–არჩევას, რაც იმედგაცრუებას, დიდ სინანულსა და ხშირად ტანჯვასაც იწვევს.
იმისათვის, რომ ადამიანებს სასურველი, მათთვის იდეალური პარტნიორის მოძიებაში, მტკიცე და თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დახმარებოდა, ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლუიზა ჰეიმ სპეციალური მეთოდიკა შეიმუშავა, რომელიც ადამიანის აზროვნებასა და, შესაბამისად, ცხოვრებასაც ცვლის.
აღსანიშნავია, რომ
ლუიზა ჰეი 30-ზე მეტი წიგნის ავტორია, რომელთაგან წიგნი „შენ შეგიძლია განკურნო საკუთარი ცხოვრება“ (You Can Heal Your Life), აშშ-ში 110-ჯერ დაიბეჭდა, 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს 33 ქვეყანაში საერთო ჯამში 50 მილიონიანი ტირაჟით გამოიცა.
ლუიზა ჰეის რამდენიმე ფრაზა (ფსიქოლოგიაში — აფირმაციები), რომლებიც სასურველი მეორე ნახევრის მოძებნაში დაგეხმარებათ, ასე გამოიყურება:
მე ვეძებ და ვპოულობ ჩემთვის იდეალურ პარტნიორს, ვამყარებ ძლიერ და ლამაზ ურთიერთობას მასთან;
ვხედავ სიყვარულს, რომელიც გარს მაკრავს. ამისთვის სამყაროს მადლობელი ვარ;
ადამიანები პატივისცემით მექცევიან, მე ვიმსახურებ მათ სიყვარულს;
ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობებისთვისაა ადგილი;
მე მიყვარს ჩემი გარეგნობა, რომელიც ძალიან მოსწონთ მამაკაცებს/ქალებს;
მჯერა, რომ სიყვარულს ნებისმიერი კარის შეხსნა შეუძლია;
ჩემი სულის სიღრმეში სიყვარულის უშრეტი წყარო ჩქეფს;
ჩემი მეორე ნახევარი მეძებს და აუცილებლად მიპოვის;
ჩემი გული მუდამ ღიაა ნამდვილი სიყვარულისთვის;
ბედმა ათასგვარი სიკეთე მაჩუქა. ახლა სიხარულს, რომანტიკასა და პირად ბედნიერებას ვიმსახურებ;
სამყარო ყოველდღე მაძლევს ახალი ადამიანების გაცნობის შანსს;
რეალობას პოზიტივისა და სიყვარულის პრიზმაში ვუყურებ და მე აუცილებლად ვიპოვი იდეალურ სიყვარულს...
გახსოვდეთ: ვერასდროს შეხვდებით ნამდვილ მეორე ნახევარს და მასთან ნორმალურ ურთიერთობას ვერ დაამყარებთ, თუ მარტოობაზე ჩაიციკლებით და გამუდმებით იფიქრებთ და ილაპარაკებთ ამაზე.
რეგულარულად, ყოველდღე გაიმეორეთ ეს აფირმაციები და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი აზროვნება, შედეგად კი — თქვენი ცხოვრებაც.