მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონიის პრემიერმა საკუთარ ვაჟსა და პირად მდივანს მკაცრი საყვედური გამოუცხადა

© photo: Sputnik / Vitali Belousov / გადასვლა მედიაბანკშიიაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
გამოწერა
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ მკაცრი საყვედური გამოუცხადა თავის უფროს ვაჟს შოტარო კიშიდას – ტოკიოს რეზიდენციაში ჩადენილი არასათანადო საქციელის გამო, განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაძუ მაცუნომ პრესკონფერენციაზე.
მანამდე გამოცემა Shukan Bunshun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის ვაჟმა (რომელიც ამავდროულად მისი მდივანიცაა) 2022 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურის რეზიდენციაში თავისი ათამდე ნათესავი და მეგობარი მიიწვია. სტუმრებმა რეზიდენციის წითელი ხალიჩით მოფენილ საპარადო კიბეზე გადაიღეს ფოტოები, რომელზეც, როგორც წესი, მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის წევრებს უღებენ ოფიციალურ სურათებს მას შემდეგ, რაც იმპერატორი კაბინეტს დაამტკიცებს.

„[შოტარო კიშიდას] ეს საქციელი არაკორექტული იყო და პრემიერ-მინისტრმა მკაცრი საყვედური გამოუცხადა. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და რეზიდენცია სათანადოდ იყოს გამოყენებული და მართული“, — განაცხადა მაცუნომ.

აღსანიშნავია, რომ ეს შოტარო კიშიდას გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის ერთადერთი შემთხვევა არ არის. 2023 წლის იანვარში ერთ-ერთმა გამოცემამ მას საზღვარგარეთ ტურისტული და ასევე შოპინგის მიზნით დიპლომატიური მანქანების უკანონო გამოყენებაში დასდო ბრალი. თუმცა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია და განმარტა, რომ კიშიდა-უმცროსი, როგორც პრემიერ-მინისტრის მდივანი, თან ახლდა მას ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მოგზაურობისას და საელჩოების კუთვნილ ავტომობილებს ამ ვიზიტების ოფიციალური ფოტოების გადასაღებად იყენებდა.
ყველა ახალი ამბავი
0