https://sputnik-georgia.com/20230524/xma-fexebi-tvalebi-dasaxelda-parkinsonis-adreuli-nisnebi-277972514.html
ხმა, ფეხები, თვალები: დასახელდა პარკინსონის ადრეული ნიშნები
ხმა, ფეხები, თვალები: დასახელდა პარკინსონის ადრეული ნიშნები
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. პარკინსონის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო სიმპტომი ტრემორია, თუმცა არსებობს სხვა ნიშნებიც, რომლებიც კიდევ უფრო ადრე... 24.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-24T16:00+0400
2023-05-24T16:00+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
პარკინსონის დაავადება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24261/13/242611362_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_cb1c6affc8a54c0588a71aacef8ef6a2.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. პარკინსონის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო სიმპტომი ტრემორია, თუმცა არსებობს სხვა ნიშნებიც, რომლებიც კიდევ უფრო ადრე ვლინდება, წერს გამოცემა Express.აშშ-ის პარკინსონის დაავადების ასოციაციის (APDA) სპეციალისტების თქმით, გარდა მოტორული სიმპტომებისა (კანკალი, მოძრაობის შენელება და შებოჭილობა), მეხსიერების პრობლემებისა, დეპრესიისა და შფოთვისა, პარკინსონის ხშირი სიმპტომია ასევე ხმის ცვლილებაც.ამასთან, პარკინსონის უფრო რთული სტადიის დროს:დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) განმარტებით, პარკინსონით დაავადებული პაციენტების უმეტესობას სიმპტომები 50 წლის შემდეგ უჩნდება, თუმცა დაახლოებით ყოველი მეოცე ადამიანი პირველ ნიშნებს უკვე 40 წლის ასაკში გრძნობს.ეს სიმპტომები განსხვავებულად ვლინდება და თავდაპირველად შეიძლება იმდენად მსუბუქი ფორმის იყოს, რომ შეუმჩნეველიც კი დარჩეს, ან იმდენად ჩვეულებრივად მოეჩვენოს ადამიანს, რომ ყურადღება არ მიაქციოს.ასეთთა შორისაა:მანამდე კომპანია Parkinson-ში განაცხადეს, რომ ამ დაავადების ადრეული ნიშნების განსაზღვრა თვალების მეშვეობითაცაა შესაძლებელი. სწავლულთა თქმით, ერთ-ერთი უპირველესი სიმპტომი, რომელიც დაავადების განვითარების შესახებ გვაფრთხილებს — თვალების სიმშრალეა.ირკვევა, რომ პარკინსონისადმი მიდრეკილ ადამიანებს ჯერ კიდევ დაავადების მკვეთრი სიმპტომების გაჩენამდე ეწყებათ თვალების სიმშრალე, რაც ხშირ ხამხამს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ თვალის სიმშრალე შესაძლოა სხვა ფაქტორებითაც იყოს განპირობებული, მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს სიმპტომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს იმ ჩამონათვალიდან, რომელიც თავის ტვინში მომხდარი სერიოზული დარღვევების ნიშნებს შეიცავს. თვალების სიმშრალის ნამდვილი მიზეზის დადგენა კი ოფთალმოლოგთან ვიზიტითაა შესაძლებელი.წყარო: Express
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24261/13/242611362_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_f4342427d8484af9c0988533d8c1a7fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, პარკინსონის დაავადება
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, პარკინსონის დაავადება
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. პარკინსონის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო სიმპტომი ტრემორია, თუმცა არსებობს სხვა ნიშნებიც, რომლებიც კიდევ უფრო ადრე ვლინდება, წერს გამოცემა Express.
აშშ-ის პარკინსონის დაავადების ასოციაციის (APDA) სპეციალისტების თქმით, გარდა მოტორული სიმპტომებისა (კანკალი, მოძრაობის შენელება და შებოჭილობა), მეხსიერების პრობლემებისა, დეპრესიისა და შფოთვისა, პარკინსონის ხშირი სიმპტომია ასევე ხმის ცვლილებაც.
„ხმა შეიძლება გახდეს უფრო ჩუმი, ან ჯერ გაძლიერდეს, მერე კი დასუსტდეს. შეიძლება გაქრეს ხმის სიმაღლისა და ემოციის შეგრძნება, რის გამოც ადამიანი მონოტონურად საუბარს იწყებს“, — აცხადებენ APDA-ში.
ამასთან, პარკინსონის უფრო რთული სტადიის დროს:
მეტყველება შეიძლება გახდეს ბევრად სწრაფი;
სიტყვები – ერთმანეთზე მიწყობილი;
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) განმარტებით, პარკინსონით დაავადებული პაციენტების უმეტესობას სიმპტომები 50 წლის შემდეგ უჩნდება, თუმცა დაახლოებით ყოველი მეოცე ადამიანი პირველ ნიშნებს უკვე 40 წლის ასაკში გრძნობს.
ეს სიმპტომები განსხვავებულად ვლინდება და თავდაპირველად შეიძლება იმდენად მსუბუქი ფორმის იყოს, რომ შეუმჩნეველიც კი დარჩეს, ან იმდენად ჩვეულებრივად მოეჩვენოს ადამიანს, რომ ყურადღება არ მიაქციოს.
ტერფებსა და ფეხის თითებში მტკივნეული კრუნჩხვები და უნებლიე დაჭიმულობა;
კუნთებისა და კიდურების შებოჭილობა;
სიარულისას წონასწორობის დაკარგვა.
„შეიძლება ნაბიჯები გახდეს მოკლე და ფლატუნა, ადამიანს გაუჭირდეს სიარულის დაწყება და გაჩერება, ხოლო სიარულისას ხელების ბუნებრივი ქნევა შეწყვიტოს. როცა ნაბიჯის გადადგმას მოისურვებს, შეიძლება მოეჩვენოს, რომ ფეხებით იატაკზეა მიწებებული“, — წერს გამოცემა.
მანამდე კომპანია Parkinson-ში განაცხადეს, რომ ამ დაავადების ადრეული ნიშნების განსაზღვრა თვალების მეშვეობითაცაა შესაძლებელი. სწავლულთა თქმით, ერთ-ერთი უპირველესი სიმპტომი, რომელიც დაავადების განვითარების შესახებ გვაფრთხილებს — თვალების სიმშრალეა.
ირკვევა, რომ პარკინსონისადმი მიდრეკილ ადამიანებს ჯერ კიდევ დაავადების მკვეთრი სიმპტომების გაჩენამდე ეწყებათ თვალების სიმშრალე, რაც ხშირ ხამხამს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ თვალის სიმშრალე შესაძლოა სხვა ფაქტორებითაც იყოს განპირობებული, მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს სიმპტომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს იმ ჩამონათვალიდან, რომელიც თავის ტვინში მომხდარი სერიოზული დარღვევების ნიშნებს შეიცავს. თვალების სიმშრალის ნამდვილი მიზეზის დადგენა კი ოფთალმოლოგთან ვიზიტითაა შესაძლებელი.