https://sputnik-georgia.com/20230524/varketilshi-avariuli-korpusis-adgilze-axalkorpuss-aasheneben-277976325.html
ავარიული სახლების ჩანაცვლება - ვარკეთილში ახალი კორპუსი გაჩნდება
ავარიული სახლების ჩანაცვლება - ვარკეთილში ახალი კორპუსი გაჩნდება
Sputnik საქართველო
კახა კალაძის თქმით, ვარკეთილში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი მაღალი კატეგორიის ავარიულ შენობას მიეკუთვნება. 24.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-24T16:42+0400
2023-05-24T16:42+0400
2023-05-24T20:08+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24158/76/241587687_0:54:2000:1179_1920x0_80_0_0_c299a4f2b26b3302845a34f258a0fd8b.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისში ავარიული მრავალბინიანი სახლების ახლით ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება, ამჯერად ახალი საცხოვრებელი კორპუსი ვარკეთილის რაიონში გაჩნდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.მერიამ დედაქალაქის რაიონების განახლების პროგრამა დაიწყო, რომელიც ავარიული შენობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ბოლო მონაცემებით, თბილისში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.ამ ეტაპზე ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩის №18-ში მდებარე ავარიული სამსართულიანი კორპუსის ჩანაცვლების საკითხზე მოსახლეობასთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამჟამად კიდევ 40-მდე პროექტი განიხილება.პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.როგორც მერმა განმარტა, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი მაღალი კატეგორიის ავარიულ შენობას მიეკუთვნება. კორპუსში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც მუნიციპალიტეტმა ქირით უკვე გაიყვანა.„აღნიშნული კორპუსის ნაცვლად თანამედროვე საცხოვრებელი სახლი აშენდება“, – განაცხადა კალაძემ.როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ასევე გაგრძელდება დედაქალაქის ისტორიული უბნების განახლების პროგრამა. კერძოდ, შემუშავებულია პროგრამის ორი მოდელი.რა უშლის ხელს თბილისის მერიას ავარიული სახლების ჩანაცვლებაში?>>>პირველი პროგრამის თანახმად, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნეს-სექტორი ჩაერთვება, უშუალოდ პროექტის შედგენას, ხარჯთაღრიცხვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.მუნიციპალიტეტი ბიზნეს-სექტორს სთავაზობს – მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც აუცილებლად ისტორიული უბნების გარეთ უნდა მდებარეობდეს, გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები.გარდა ამისა, დაინტერესებულ ბიზნეს-სუბიექტს შესაძლებლობა ექნება შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს.მეორე პროგრამის ფარგლებში ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით თბილისის მერიამ უზრუნველყოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24158/76/241587687_178:0:1823:1234_1920x0_80_0_0_cf5127e593a875093edfa8a18633b17d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
ავარიული სახლების ჩანაცვლება - ვარკეთილში ახალი კორპუსი გაჩნდება
16:42 24.05.2023 (განახლებულია: 20:08 24.05.2023) კახა კალაძის თქმით, ვარკეთილში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი მაღალი კატეგორიის ავარიულ შენობას მიეკუთვნება.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისში ავარიული მრავალბინიანი სახლების ახლით ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება, ამჯერად ახალი საცხოვრებელი კორპუსი ვარკეთილის რაიონში გაჩნდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მერიამ დედაქალაქის რაიონების განახლების პროგრამა დაიწყო, რომელიც ავარიული შენობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ბოლო მონაცემებით, თბილისში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.
ამ ეტაპზე ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩის №18-ში მდებარე ავარიული სამსართულიანი კორპუსის ჩანაცვლების საკითხზე მოსახლეობასთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამჟამად კიდევ 40-მდე პროექტი განიხილება.
„ავარიული სახლების ჩანაცვლება მტკივნეული საკითხია, რამდენადაც ბევრი ასეთი შენობა გვაქვს. თბილისის მერია წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა აღნიშნული შენობების გამაგრებას, შემდეგ კი დავიწყეთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა", – განაცხადა კალაძემ.
პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.
როგორც მერმა განმარტა, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი მაღალი კატეგორიის ავარიულ შენობას მიეკუთვნება. კორპუსში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც მუნიციპალიტეტმა ქირით უკვე გაიყვანა.
„აღნიშნული კორპუსის ნაცვლად თანამედროვე საცხოვრებელი სახლი აშენდება“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ასევე გაგრძელდება დედაქალაქის ისტორიული უბნების განახლების პროგრამა. კერძოდ, შემუშავებულია პროგრამის ორი მოდელი.
პირველი პროგრამის თანახმად, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნეს-სექტორი ჩაერთვება, უშუალოდ პროექტის შედგენას, ხარჯთაღრიცხვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.
მუნიციპალიტეტი ბიზნეს-სექტორს სთავაზობს – მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც აუცილებლად ისტორიული უბნების გარეთ უნდა მდებარეობდეს, გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები.
გარდა ამისა, დაინტერესებულ ბიზნეს-სუბიექტს შესაძლებლობა ექნება შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს.
მეორე პროგრამის ფარგლებში ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით თბილისის მერიამ უზრუნველყოს.