https://sputnik-georgia.com/20230524/tbilisshi-gamopena-pirveli-demokratiuli-respublika-gaixsneba-277962153.html
თბილისში გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" გაიხსნება
თბილისში გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" გაიხსნება
Sputnik საქართველო
დამოუკიდებლობის დღე საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. 24.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-24T11:00+0400
2023-05-24T11:00+0400
2023-05-24T16:07+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24057/22/240572293_0:67:1183:732_1920x0_80_0_0_b5680fa6034f688dd9326dabc12d37fc.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 24 მაისს გაიხსნება ექსპოზიცია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა, რომელიც 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას ასახავს.დოკუმენტებს შორისაა როგორც პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკა – დამოუკიდებლობის აქტები, გერბისა და დროშის ესკიზები, ჰიმნის ნოტები, ისე 26 მაისის საზეიმო აღნიშვნის შესახებ დოკუმენტები და ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების ამსახველი საარქივო მასალა. ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს პირველი რესპუბლიკის პერიოდის იარაღების მულაჟებს.დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ 2,5 წელი იარსება.საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი ეროვნული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს ქვეყნის უზენაესმა საბჭომ მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24057/22/240572293_59:0:1126:800_1920x0_80_0_0_7d1897ec85b403e5709435c88d4f4650.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისში გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" გაიხსნება
11:00 24.05.2023 (განახლებულია: 16:07 24.05.2023) დამოუკიდებლობის დღე საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 24 მაისს გაიხსნება ექსპოზიცია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა, რომელიც 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას ასახავს.
დოკუმენტებს შორისაა როგორც პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკა – დამოუკიდებლობის აქტები, გერბისა და დროშის ესკიზები, ჰიმნის ნოტები, ისე 26 მაისის საზეიმო აღნიშვნის შესახებ დოკუმენტები და ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების ამსახველი საარქივო მასალა.
ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს პირველი რესპუბლიკის პერიოდის იარაღების მულაჟებს.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ 2,5 წელი იარსება.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი ეროვნული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს ქვეყნის უზენაესმა საბჭომ მიიღო.