https://sputnik-georgia.com/20230524/sikvdils-cavxede-tvalebsi-gldansi-mecxre-sartulidan-lifti-mowyda-277993869.html
„სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში“: გლდანში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა
„სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში“: გლდანში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა
Sputnik საქართველო
სასწაულებრივად გადარჩენილმა მოქალაქემ მიმართა მერიას, რათა დროულად გადაწყდეს გაუმართავი ლიფტის საკითხი. 24.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-24T20:55+0400
2023-05-24T20:55+0400
2023-05-24T22:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23981/43/239814313_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_a24204d785741ba3383aa04128c8a4a8.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. გლდანში, მესამე მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში მეცხრე სართულიდან ლიფტი შახტაში ჩავარდა, მასში ერთი წლის ბავშვი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ.ლიფტმა ვარდნა რამდენიმე სართულის შემდეგ შეაჩერა და გაიჭედა. სამივე მგზავრი გადარჩა.როგორც სოციალურ ქსელში თამო ჩოჩნიძემ დაწერა, ის ლიფტის კაბინაში ქმართან და ერთი წლის შვილთან ერთად შევიდა.სასწაულებრივად გადარჩენილმა მოქალაქემ მიმართა მერიას, რათა დროულად გადაწყდეს გაუმართავი ლიფტის საკითხი, სანამ ვინმე არ დაღუპულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23981/43/239814313_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_bcf63ee3f291982ce5de1b6e5b47b7e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
„სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში“: გლდანში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა
20:55 24.05.2023 (განახლებულია: 22:38 24.05.2023) სასწაულებრივად გადარჩენილმა მოქალაქემ მიმართა მერიას, რათა დროულად გადაწყდეს გაუმართავი ლიფტის საკითხი.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. გლდანში, მესამე მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში მეცხრე სართულიდან ლიფტი შახტაში ჩავარდა, მასში ერთი წლის ბავშვი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ.
ლიფტმა ვარდნა რამდენიმე სართულის შემდეგ შეაჩერა და გაიჭედა. სამივე მგზავრი გადარჩა.
როგორც სოციალურ ქსელში თამო ჩოჩნიძემ დაწერა, ის ლიფტის კაბინაში ქმართან და ერთი წლის შვილთან ერთად შევიდა.
„დღეს სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად მესამე მიკროს მე-11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა. გული თუ არ გაგვისკდებოდა, არ მეგონა, ჩემი წივილი ყველას ესმოდა. არ ვიცი, ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ“, – დაწერა თამო ჩოჩნიძემ.
სასწაულებრივად გადარჩენილმა მოქალაქემ მიმართა მერიას, რათა დროულად გადაწყდეს გაუმართავი ლიფტის საკითხი, სანამ ვინმე არ დაღუპულა.