https://sputnik-georgia.com/20230524/rogor-amovicnot-witelas-gartulebebi-inpeqcionistis-faprtxileba-277983153.html
როგორ ამოვიცნოთ წითელას გართულებები? ინფექციონისტის გაფრთხილება
როგორ ამოვიცნოთ წითელას გართულებები? ინფექციონისტის გაფრთხილება
Sputnik საქართველო
ბავშვებს წითელაზე ორჯერ ცრიან – 1 წლის და 5 წლის ასაკში. 24.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-24T17:42+0400
2023-05-24T17:42+0400
2023-05-24T20:50+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261797575_0:191:2965:1858_1920x0_80_0_0_0f4833edd3035c8b97e7176b36ca53cc.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. წითელას მძიმე მიმდინარეობის რისკები შეიძლება იმ შემთხვევაში გაჩნდეს, თუ პირველ 48 საათში მთელი სხეული გამონაყარით დაიფარება, განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გეგენავამ.საქართველოში ვირუსული დაავადება წითელას აფეთქებაა. ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა თბილისსა და რეგიონებში. ბოლო 4 თვის მონაცემები აღემატება მთელი გასული წლის განმავლობაში წითელას შემთხვევების მაჩვენებელს. თებერვლიდან მაისის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 3,2 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობაც.ექიმის თქმით, განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს ორ წლამდე ბავშვებს და 20 წელს ზემოთ პირებს. მოზრდილებში გართულების რისკები მეტია, დასძინა გოგინავამ.როგორც ადრე იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, საქართველოს სერიოზული შედეგები ელის, თუ უახლოეს პერიოდში 10 ათასი ბავშვი არ აიცრება წითელაზე.წითელა საქართველოში - ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშეა>>>დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 5 წლის ასაკის დაახლოებით 10 ათასი ბავშვი, რომელიც წითელაზე აუცრელია. შედარებისთვის, ჩუტყვავილით ინფიცირებულ 100.000 პირზე ერთი ლეტალური შემთხვევა მოდის, წითელას შემთხვევაში კი 3000 დაავადებულზე ერთი ლეტალური გამოსავალია.ამასთან, აცრების გამოტოვების მაჩვენებელი, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, ფიქსირდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.საქართველოში 2018-2019 წლებში წითელას ეპიდემია მძვინვარებდა. 2019 წლის დასაწყისიდან წითელა ქვეყნის 4 ათასამდე მოქალაქეს დაუდგინდა მაშინ, როდესაც ნორმად წელიწადში 10 შემთხვევა მიიჩნევა.ორი შემთხვევა სიკვდილით დასრულდა. ორივე იყო ბავშვი და არცერთი არ იყო აცრილი წითელაზე. ალბათობა იმისა, რომ ვაქცინირებულ ბავშვს წითელა არ შეეყრება, 99%-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261797575_116:0:2847:2048_1920x0_80_0_0_db349676e2f2d0368edde4cc463afc41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
როგორ ამოვიცნოთ წითელას გართულებები? ინფექციონისტის გაფრთხილება
17:42 24.05.2023 (განახლებულია: 20:50 24.05.2023) ბავშვებს წითელაზე ორჯერ ცრიან – 1 წლის და 5 წლის ასაკში.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. წითელას მძიმე მიმდინარეობის რისკები შეიძლება იმ შემთხვევაში გაჩნდეს, თუ პირველ 48 საათში მთელი სხეული გამონაყარით დაიფარება, განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გეგენავამ.
საქართველოში ვირუსული დაავადება წითელას აფეთქებაა. ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა თბილისსა და რეგიონებში. ბოლო 4 თვის მონაცემები აღემატება მთელი გასული წლის განმავლობაში წითელას შემთხვევების მაჩვენებელს. თებერვლიდან მაისის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 3,2 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობაც.
„გართულებები პირველივე დღეებიდან უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით, თუ მიმდინარეობს მაღალი ცხელება და ძლიერი გამონაყარი. პირველ 48 საათში თუ გამონაყარის რაოდენობა საკმაოდ დიდი იქნება და დაიფარება მთლიანი სხეული, ეს ნიშნავს, რომ უკვე არის მძიმე მიმდინარეობის რისკები და უნდა მოხდეს სპეციალისტის ჩართვა", – განაცხადა გოგინავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ექიმის თქმით, განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს ორ წლამდე ბავშვებს და 20 წელს ზემოთ პირებს. მოზრდილებში გართულების რისკები მეტია, დასძინა გოგინავამ.
როგორც ადრე იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, საქართველოს სერიოზული შედეგები ელის, თუ უახლოეს პერიოდში 10 ათასი ბავშვი არ აიცრება წითელაზე.
დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 5 წლის ასაკის დაახლოებით 10 ათასი ბავშვი, რომელიც წითელაზე აუცრელია. შედარებისთვის, ჩუტყვავილით ინფიცირებულ 100.000 პირზე ერთი ლეტალური შემთხვევა მოდის, წითელას შემთხვევაში კი 3000 დაავადებულზე ერთი ლეტალური გამოსავალია.
ამასთან, აცრების გამოტოვების მაჩვენებელი, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, ფიქსირდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
საქართველოში 2018-2019 წლებში წითელას ეპიდემია მძვინვარებდა. 2019 წლის დასაწყისიდან წითელა ქვეყნის 4 ათასამდე მოქალაქეს დაუდგინდა მაშინ, როდესაც ნორმად წელიწადში 10 შემთხვევა მიიჩნევა.
ორი შემთხვევა სიკვდილით დასრულდა. ორივე იყო ბავშვი და არცერთი არ იყო აცრილი წითელაზე. ალბათობა იმისა, რომ ვაქცინირებულ ბავშვს წითელა არ შეეყრება, 99%-ია.