ქვეყნის მასშტაბით რძის, თაფლისა და თხილის რეგლამენტის დარღვევის 101 ფაქტი დაფიქსირდა

თაფლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2023
გამოწერა
ტექნიკური რეგლამენტების დარღვევის 101 შემთხვევიდან 82 შემთხვევაში ჯარიმა არის გამოწერილი.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 16 მაისამდე პერიოდში რძისა და რძის პროდუქტების, თაფლისა და თხილის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 101 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტის დარღვევის 89, თაფლის – 1, თხილის – 11 ფაქტი.
უწყების ცნობით, ტექნიკური რეგლამენტების დარღვევის 101 შემთხვევიდან 82 შემთხვევაში ჯარიმა იყო გამოწერილი, 6 შემთხვევაში კომპანია გააფრთხილეს, 13 შემთხვევაში კი დამატებითი სანქცია გამოიყენეს.
ბიზნეს-ოპერატორები ძირითადად კრიტიკული შეუსაბამობის, ეტიკეტირების წესებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევისა და სააგენტოს მითითების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმეს.
ყველა ახალი ამბავი
0