https://sputnik-georgia.com/20230524/peskovi-moskovi-dasavlets-ert-ramesi-etanxmeba-277965369.html
პესკოვი: მოსკოვი დასავლეთს ერთ რამეში ეთანხმება
პესკოვი: მოსკოვი დასავლეთს ერთ რამეში ეთანხმება
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. რუსეთი იზიარებს დასავლეთის პოზიციას იმ საკითხში, რომ უკრაინის კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის... 24.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-24T12:37+0400
2023-05-24T12:37+0400
2023-05-24T16:55+0400
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251312669_0:134:3165:1914_1920x0_80_0_0_4031a675a2d8eb0d48e1431f90dbf38a.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. რუსეთი იზიარებს დასავლეთის პოზიციას იმ საკითხში, რომ უკრაინის კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა სააგენტო ТАСС-ს.შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი სოლიდარული დასავლეთის პოზიციის მიმართ, რომ უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს, კრემლის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ „რუსეთი სოლიდარულია“, ვინაიდან მოსკოვი ყველა თავისი მიზნის მიღწევას ცდილობს.ამასთან მან ნაადრევად მიიჩნია იმაზე საუბარი, თუ რომელია სხვა ქვეყნების მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმებიდან მოსკოვისთვის მისაღები. მისი აზრით, ახლა კონფლიქტის „მშვიდობიანი მოგვარების წინაპირობები არ არსებობს“.მანამდე Politico წერდა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უკრაინაში კონფლიქტის გასაყინად ემზადება. გამოცემის ცნობით, ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ საომარი მოქმედებები მრავალი წლის ან ათწლეულების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების მიზანი კონფლიქტის გაყინვა არ უნდა იყოს. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს დასავლეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც.ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 22 მაისს ძირეულად არასწორი უწოდა ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, რომელიც არ გაითვალისწინებს კიევისთვის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და მხოლოდ კონფლიქტის გაყინვას გამოიწვევს. კიევმაც ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო ინიციატივები არ უნდა ითვალისწინებდეს კონფლიქტის გაყინვას.კონფლიქტის გაყინვა - ეს არის სიტუაცია საერთაშორისო ურთიერთობებში, როდესაც მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების გარეშე წყდება, თუმცა ის ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს. ცნება სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაჩნდა და მეტწილად პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჭიანურებული ეთნიკური კონფლიქტების მიმართ გამოიყენება. წყარო: ТАСС
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251312669_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_66f420a73dba431ce40fabf4b98891e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. რუსეთი იზიარებს დასავლეთის პოზიციას იმ საკითხში, რომ უკრაინის კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა სააგენტო ТАСС-ს.
შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი სოლიდარული დასავლეთის პოზიციის მიმართ, რომ უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს, კრემლის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ „რუსეთი სოლიდარულია“, ვინაიდან მოსკოვი ყველა თავისი მიზნის მიღწევას ცდილობს.
„რუსეთი განიხილავს მხოლოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებას: თავისი ინტერესების უზრუნველყოფას, რუსეთის წინაშე მდგარი მიზნების მიღწევას ან სპეციალური სამხედრო ოპერაციით, ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით“, — აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან მან ნაადრევად მიიჩნია იმაზე საუბარი, თუ რომელია სხვა ქვეყნების მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმებიდან მოსკოვისთვის მისაღები. მისი აზრით, ახლა კონფლიქტის „მშვიდობიანი მოგვარების წინაპირობები არ არსებობს“.
მანამდე Politico წერდა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უკრაინაში კონფლიქტის გასაყინად ემზადება. გამოცემის ცნობით, ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ საომარი მოქმედებები მრავალი წლის ან ათწლეულების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების მიზანი კონფლიქტის გაყინვა არ უნდა იყოს. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს დასავლეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 22 მაისს ძირეულად არასწორი უწოდა ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, რომელიც არ გაითვალისწინებს კიევისთვის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და მხოლოდ კონფლიქტის გაყინვას გამოიწვევს. კიევმაც ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო ინიციატივები არ უნდა ითვალისწინებდეს კონფლიქტის გაყინვას.
კონფლიქტის გაყინვა - ეს არის სიტუაცია საერთაშორისო ურთიერთობებში, როდესაც მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების გარეშე წყდება, თუმცა ის ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს. ცნება სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაჩნდა და მეტწილად პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჭიანურებული ეთნიკური კონფლიქტების მიმართ გამოიყენება.