https://sputnik-georgia.com/20230524/mestvirisvili-saqartvelos-erovnuli-banki-mteli-seriozulobit-ekideba-sanqciebis-dacvas-277996759.html
მესტვირიშვილი: საქართველოს ეროვნული ბანკი მთელი სერიოზულობით ეკიდება სანქციების დაცვას
მესტვირიშვილი: საქართველოს ეროვნული ბანკი მთელი სერიოზულობით ეკიდება სანქციების დაცვას
Sputnik საქართველო
სანქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველო, შესაძლოა, მეორადი სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, რაც იქნება ძალიან მძიმე საფინანსო სექტორისთვის და შემდგომ... 24.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-24T23:50+0400
2023-05-24T23:50+0400
2023-05-24T23:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277995396_176:112:836:483_1920x0_80_0_0_68dae65ac7ec07eda255fccccae0d12c.jpg
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოს საფინანსო სექტორი, ისევე როგორც ეროვნული ბანკი, ძალიან სერიოზულად ეკიდება საერთაშორისო სანქციების დაცვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით. საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რუსეთსა და ბელორუსს დაუწესდათ ახალი სანქციები ევროკავშირის, ამერიკისა და ბრიტანეთის მიერ. ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორს ამ სანქციების ზედმიწევნით შესრულება მოსთხოვა.„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ეროვნული ბანკი ახდენს ამ კანონის მონიტორინგს საფინანსო სექტორში. ამ კუთხით, გასული წელი ძალიან აქტიური იყო, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო სანქციების შესაბამისობასთან უზრუნველყოფა“, - განაცხადა მან.საქართველო სანქციებს არ არღვევს - პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე >>საბანკო საკითხებში საქართველო, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, ყველა საერთაშორისო სანქციას ასრულებს. რუსული საბანკო ბარათები საქართველოში არ მოქმედებს. ასევე არ ხორციელდება პირდაპირი საბანკო გადარიცხვები ქვეყნებს შორის, შესაძლებელია მხოლოდ გადარიცხვა ფულადი გზავნილების სისტემით.რუსეთმა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ესაა უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277995396_258:121:763:500_1920x0_80_0_0_466893789a5c27c80e6391d942f90541.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
მესტვირიშვილი: საქართველოს ეროვნული ბანკი მთელი სერიოზულობით ეკიდება სანქციების დაცვას
სანქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველო, შესაძლოა, მეორადი სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, რაც იქნება ძალიან მძიმე საფინანსო სექტორისთვის და შემდგომ უკვე – ეკონომიკისთვის, განაცხადა მესტვირიშვილმა
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოს საფინანსო სექტორი, ისევე როგორც ეროვნული ბანკი, ძალიან სერიოზულად ეკიდება საერთაშორისო სანქციების დაცვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით. საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
„ეროვნული ბანკი ახდენს ამ სანქციების დაცვის მონიტორინგს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება, მეორადი სანქციების რისკის ქვეშ დავდგეთ, რაც იქნება ძალიან მძიმე ჩვენი საფინანსო სექტორისთვის და შემდგომ უკვე – ეკონომიკისთვის“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რუსეთსა და ბელორუსს დაუწესდათ ახალი სანქციები ევროკავშირის, ამერიკისა და ბრიტანეთის მიერ. ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორს ამ სანქციების ზედმიწევნით შესრულება მოსთხოვა.
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ეროვნული ბანკი ახდენს ამ კანონის მონიტორინგს საფინანსო სექტორში. ამ კუთხით, გასული წელი ძალიან აქტიური იყო, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო სანქციების შესაბამისობასთან უზრუნველყოფა“, - განაცხადა მან.
საბანკო საკითხებში საქართველო, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, ყველა საერთაშორისო სანქციას ასრულებს. რუსული საბანკო ბარათები საქართველოში არ მოქმედებს. ასევე არ ხორციელდება პირდაპირი საბანკო გადარიცხვები ქვეყნებს შორის, შესაძლებელია მხოლოდ გადარიცხვა ფულადი გზავნილების სისტემით.
რუსეთმა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ესაა უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.