https://sputnik-georgia.com/20230524/kalazem-rva-wlis-mariam-rexviasvils-gamarjveba-miuloca-277987294.html
თბილისის მერმა რვა წლის მოჭადრაკე მარიამ რეხვიაშვილს გამარჯვება მიულოცა
თბილისის მერმა რვა წლის მოჭადრაკე მარიამ რეხვიაშვილს გამარჯვება მიულოცა
Sputnik საქართველო
ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მოზარდებმა რვა მედალი მოიპოვეს. 24.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-24T18:22+0400
2023-05-24T18:22+0400
2023-05-24T22:12+0400
თბილისი დღეს
სპორტი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
თბილისის მერია
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24757/37/247573747_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_2a6811da0c6235897970d5036255cf7e.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ რვა წლის მარიამ რეხვიაშვილს, რომელიც ჭადრაკში ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში ალბანეთის ქალაქ დურესში გაიმართა. ჩემპიონატზე თბილისის მერიის ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლის აღსაზრდელი, 8 წლის მარიამ რეხვიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. მერიის ინფორმაციით, ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ჭადრაკში ქართველმა მოზარდებმა სულ ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24757/37/247573747_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_588dc12c40bcd19999dc77ce4f55f373.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, თბილისის მერია, კახა კალაძე
თბილისი დღეს, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, თბილისის მერია, კახა კალაძე
თბილისის მერმა რვა წლის მოჭადრაკე მარიამ რეხვიაშვილს გამარჯვება მიულოცა
18:22 24.05.2023 (განახლებულია: 22:12 24.05.2023) ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მოზარდებმა რვა მედალი მოიპოვეს.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ რვა წლის მარიამ რეხვიაშვილს, რომელიც ჭადრაკში ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში ალბანეთის ქალაქ დურესში გაიმართა. ჩემპიონატზე თბილისის მერიის ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლის აღსაზრდელი, 8 წლის მარიამ რეხვიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო მარიამის მწვრთნელს, ბატონ იოსებ კვირიაშვილს. ასევე მინდა მარიამს მივულოცო, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წარმატებები ჩვენი ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის. როგორც ვიცი, მარიამი ასპარეზობის დროს ავად გახდა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც შეძლო ოქროს მედალი მოეპოვებინა", – განაცხადა თბილისის მერმა.
მერიის ინფორმაციით, ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ჭადრაკში ქართველმა მოზარდებმა სულ ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.