მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-ზე უფრო მომაკვდინებელი: ჯანმო მსოფლიოს ახალ პათოგენზე აფრთხილებს

© AP Photo / Jonathan Gibbonsტედროს ადანომ გებრეიესუსი
ტედროს ადანომ გებრეიესუსი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2023
გამოწერა
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. კორონავირუსული პანდემიის დასრულება არ ნიშნავს COVID-19-ის, როგორც გლობალური საფრთხის დასრულებას, უფრო საშიში ახალი პანდემიის საფრთხე არ გამოირიცხება, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ყოველწლიურ ასამბლეაზე.

„კვლავაც რჩება [COVID-ის] სხვა ვარიანტის გაჩენის საფრთხე, რომელმაც შეიძლება დაავადებისა და სიკვდილიანობის ახალი აფეთქება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ასევე რჩება კიდევ უფრო მომაკვდინებელი პოტენციალის მქონე ახალი პათოგენის გაჩენის საფრთხეც“, — განაცხადა მან.

გებრეიესუსმა მოუწოდა მსოფლიოს, მზად იყვნენ მომავალი საფრთხისთვის კოლექტიური წინააღმდეგობის გასაწევად.
„როდესაც მომდევნო პანდემია მოგვიკაკუნებს — და ის მოგვიკაკუნებს — ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მტკიცე და კოლექტიური პასუხის გასაცემად“, — თქვა ჯანმოს დირექტორმა.
5 მაისს ჯანმოს ხელმძღვანელმა COVID-19-ის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში კორონავირუსით, სულ მცირე, 20 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
წყარო: United Nations
ყველა ახალი ამბავი
0