ქართველმა მოზარდმა ესპანური VOICE-ის ჟიური მოხიბლა - ვიდეო

CC BY-SA 2.0 / Staffan Vilcans / Microphoneმიკროფონი
მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2023
გამოწერა
ბარბარე მახათაძეს, მიუხედავად ასაკისა, უკვე აქვს სცენაზე გამოსვლის გამოცდილება.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. 11 წლის შემსრულებელმა ბარბარე მახათაძემ ვოკალური შოუს „VOICE. ბავშვები" ესპანური ვერსიის (La Voz Kids Antena 3 2023) ჟიურის ოთხივე წევრის გულები დაიპყრო.
ბარბარემ ჯგუფ Radiohead-ის ცნობილი სიმღერა Creep შეასრულა. მოზარდის ხმამ კომპოზიციის დაწყებისთანავე მოხიბლა მწვრთნელები და მათ ღილაკებს ხელი დიდი ფიქრის გარეშე დააჭირეს. ოთხივეს სურვილი იყო, რომ ბარბარე მათ გუნდში მოხვედრილიყო.
შედეგად ბარბარემ, რომელმაც წარმატებით გაიარა „ბრმა მოსმენის" ეტაპი, დავიდ ბისბალის გუნდი აირჩია.
მიუხედავად თავისი ასაკისა, ბარბარე მახათაძეს სცენაზე გამოსვლის გამოცდილება უკვე აქვს – ის 2021 წელს ქართული კონკურსი „რანინას" მონაწილე იყო.
ბარბარე ასევე მონაწილეობს სპექტაკლში „მუსიკის ჰანგები", რომელშიც ცნობილი ქართველი მსახიობები გამოდიან.
ყველა ახალი ამბავი
0