აშშ-ის კუნძულს სუპერტაიფუნი უახლოვდება: ვიდეო
16:39 24.05.2023 (განახლებულია: 19:18 17.08.2023)
© AP Photo / NASA EOSDIS

© AP Photo / NASA EOSDIS
გამოწერა
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. წყნარ ოკეანეში კუნძულ გუამს, სადაც 172.000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ამერიკელი სამხედრო პერსონალიც, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება, იუწყება New-York Post მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით.
#typhoon #mawar is packing quite a bit of lightning as it passes close to #Guam right now! pic.twitter.com/QwqiFWdkeD
— James Reynolds (@EarthUncutTV) May 24, 2023
გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ გუამის მცხოვრებლებს დაბლობებიდან ევაკუაცია დაავალა და ურჩია, რკინაბეტონის კონსტრუქციებს შეაფარონ თავი.
„დიდი ალბათობით, სუპერტაიფუნი პირდაპირ დაარტყამს და გადაუვლის გუამს. ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი წლის განმავლობაში. ეს იქნება ეტალონური შტორმი, როგორსაც ამ კუნძულის მოსახლეობა ჯერ კიდევ არ შეჯახებია“, — ნათქვამია ამინდის ეროვნული სამსახურის განცხადებაში.
მეტეოროლოგების ცნობით, ტაიფუნი „მავარი“ მე-4 კატეგორიის ქარიშხალს განეკუთვნება და, ამ დროის მონაცემებით, საათში 225,3 კმ სიჩქარით უახლოვდება კუნძულს.
Pickup truck was blown by strong winds from Typhoon Mawar in Guam#fyp #TyphoonMawar #breaking #news #SuperTyphoonMawar #Mawar #typhoon #Guam pic.twitter.com/xIKWNUpQGp
— Crime With Bobby (@crimewithbobby) May 24, 2023
მანამდე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუამის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ფედერალურ სამსახურებს ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება უბრძანა ტაიფუნზე რეაგირების საკითხში.
წყარო: New-York Post