აჭარის ხელისუფლებამ ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთათვის სახლის მშენებლობა დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2023
გამოწერა
ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მომავალი წლის აგვისტოში დასრულდება.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ბათუმში 2021 წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ მოყოლილი 11 ადამიანიდან მხოლოდ ორი გადარჩა, 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო.
ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის 8 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოები 2024 წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს. ახალ საცხოვრებელ კორპუსში ბინებს მიიღებს ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა ოჯახი.

„ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო. ეს მძიმე ტრაგედია გამოდგა როგორც ჩემთვის, ისე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ტრაგედიის მომსწრე იყო. იმედი მაქვს, რომ თითოეული ოჯახი ახალ სახლში მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას“, – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.

საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის მიზეზი გახდა გულგრილობა – პირველი სართულის ბინის მფლობელმა სივრცის გაფართოების მიზნით მუშებს მზიდი კედლის მოშლა დაავალა.
სასამართლომ ბინის მფლობელს – ზაურ ბუდაგოვს ოთხი წლით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მუშებს – ჰუსეინ და გიორგი სურმანიძეებს – სამ-სამი წლით პატიმრობა. ისინი დამნაშავედ ცნეს „სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია“.
ყველა ახალი ამბავი
0