მკვლელობა და კანაფი - თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები

© AP Photo / Charlie Riedelმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2023
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 23 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა თბილისში 22 მაისს მოხდა. გამოძიების ცნობით, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა თანატოლს დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 მაისს დააკავეს, პოლიციამ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კანაფი ამოიღო.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით) და 265-ე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა, მოყვანა და კულტივირება) მუხლებით წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0