https://sputnik-georgia.com/20230524/------------277989187.html
აფერა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით - კახეთში დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს
აფერა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით - კახეთში დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. 24.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-24T19:00+0400
2023-05-24T19:00+0400
2023-05-24T22:19+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_0:45:2501:1451_1920x0_80_0_0_9405d8e8b09b017a80f102021def2027.jpg
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე პასუხისგებაში მისცა ოთხი პირი, მათგან ერთი მეწარმე სუბიექტი კი დააკავა, ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, გულგრილობასა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება.გამოძიებამ დაადგინა, რომ „სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და კახეთში რეგისტრირებულ ერთ-ერთ კოოპერატივს შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ დააფინანსა კოოპერატივის მიერ ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარის შეძენა, რისთვისაც მას გადაეცა თანხა 500 ათასი ლარის ოდენობით.კოოპერატივის ბრალდებულმა ხელმძღვანელმა სახელმწიფო თანხების უკანონო მითვისების მიზნით გამოიყენა კომპანიის სახელი და გააყალბა ინვენტარის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გარდა ამისა, მან კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის მეშვეობით მოიპოვა ყალბი დასკვნა ინვენტარის თითქოსდა ობიექტზე განთავსების თაობაზე.ამის შემდეგ ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინა სოფლის განვითარების სააგენტოს და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნახევარ მილიონ ლარს.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე, 362-ე, 2201 და 182-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_119:0:2344:1669_1920x0_80_0_0_3494d514a5d1d78ccbe18731f0967818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
აფერა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით - კახეთში დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს
19:00 24.05.2023 (განახლებულია: 22:19 24.05.2023) სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე პასუხისგებაში მისცა ოთხი პირი, მათგან ერთი მეწარმე სუბიექტი კი დააკავა, ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, გულგრილობასა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ „სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და კახეთში რეგისტრირებულ ერთ-ერთ კოოპერატივს შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ დააფინანსა კოოპერატივის მიერ ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარის შეძენა, რისთვისაც მას გადაეცა თანხა 500 ათასი ლარის ოდენობით.
კოოპერატივის ბრალდებულმა ხელმძღვანელმა სახელმწიფო თანხების უკანონო მითვისების მიზნით გამოიყენა კომპანიის სახელი და გააყალბა ინვენტარის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გარდა ამისა, მან კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის მეშვეობით მოიპოვა ყალბი დასკვნა ინვენტარის თითქოსდა ობიექტზე განთავსების თაობაზე.
ამის შემდეგ ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინა სოფლის განვითარების სააგენტოს და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნახევარ მილიონ ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე, 362-ე, 2201 და 182-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.