https://sputnik-georgia.com/20230523/taqsis-mzrolis-mkvlelobis-saqmeze-sam-pirs-brali-waredgina-277950838.html
ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა
ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 23.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-23T21:40+0400
2023-05-23T21:40+0400
2023-05-23T22:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებამ დაადგინა, რომ 20 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა, ავტომანქანის დაუფლების მიზნით ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ. „ტროსით“ მოახრჩვეს.ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოში დამარხეს, რის შემდეგაც მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ და მისი ნაწილებად დაშლა დაიწყეს.სამართალდამცველებმა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, 22 მაისს დააკავეს, ხოლო მესამე პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდების შესახებ. სამივე პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით) წარედგინათ,ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.წყარო - პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა
21:40 23.05.2023 (განახლებულია: 22:25 23.05.2023) დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 20 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა, ავტომანქანის დაუფლების მიზნით ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ. „ტროსით“ მოახრჩვეს.
ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოში დამარხეს, რის შემდეგაც მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ და მისი ნაწილებად დაშლა დაიწყეს.
სამართალდამცველებმა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, 22 მაისს დააკავეს, ხოლო მესამე პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდების შესახებ. სამივე პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით) წარედგინათ,
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.