https://sputnik-georgia.com/20230523/sazamtro-nesvis-dieta-wonasi-swrafad-dasaklebad-277930540.html
საზამთრო-ნესვის დიეტა: თუ წონაში სწრაფად დაკლება გსურთ
საზამთრო-ნესვის დიეტა: თუ წონაში სწრაფად დაკლება გსურთ
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საზამთრო-ნესვის დიეტა ეფექტური საშუალებაა წონის სწრაფად დასაკლებად და ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად, რაც ანთებების... 23.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-23T14:30+0400
2023-05-23T14:30+0400
2023-05-23T17:19+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ჯანსაღი კვება
დიეტა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/17/277930176_0:960:2048:2112_1920x0_80_0_0_105ae454e951ab54f08f63ce23ae92d7.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საზამთრო-ნესვის დიეტა ეფექტური საშუალებაა წონის სწრაფად დასაკლებად და ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად, რაც ანთებების შემცირებას უწყობს ხელს, აცხადებს დიეტოლოგი და კვების სპეციალისტი სინტია ალ-ჰაჯი.მისი თქმით, საზამთროს კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე საშუალოდ 30 კკალორიაა. ამასთან მასში საკმაოდ ბევრი ვიტამინი და მინერალური ნივთიერება შედის, რაც ამ პროდუქტს ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელ საკვებად აქცევს. საზამთრო შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B6, B9, C, E, H, PP; ასევე კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, ნიკელს, ნატრიუმს; შაქრებს – გლუკოზას, საქაროზას, ფრუქტოზას, პექტინებს, მცირე რაოდენობით ცილებს. საზამთროს 90% წყალია, ის პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმებს. საზამთროს სარგებელინესვის სარგებელინესვის კალორიულობა მის ჯიშსა და მოყვანის პირობებზეა დამოკიდებული, თუმცა მისი საშუალო მაჩვენებელი 100 გრამზე 33 კილოკალორიაა.ნესვის შემადგენლობაში შედის: ვიტამინები A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, H, PP; მინერალური ნივთიერებები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, ქლორი, გოგირდი, იოდი, ფტორი, ფოსფორი, ნატრიუმი, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, შაქარი, დაახლოებით 90-95% – წყალი.იქიდან გამომდინარე, რომ ნესვის 90%-ზე მეტი წყლისგან შედგება, ის შესანიშნავი ხილია წონაში დასაკლებად. საქმე ისაა, რომ ორგანიზმს გახდომისთვის დიდი რაოდენობით წყალი ესაჭიროება მეტაბოლიზმისა და ცხიმების წვის გასაძლიერებლად.ნესვში ცოტა ნახშირწყლებია (177 გრამ ნესვზე 14,4 გრამი ნახშირწყალი მოდის), ამიტომ ორგანიზმი მას ნელა ინელებს.სინტია ალ-ჰაჯის თქმით, ნესვი, რომელიც სიტკბოთი გამოირჩევა, არ იწვევს სისხლში შაქრის დონის მკვეთრ ზრდას, ამიტომ ის იდეალური ვარიანტია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის.საზამთრო-ნესვის დიეტის სარგებელიროგორც სპეციალისტი ამბობს, ამ ორი კენკროვანი ხილის, საზამთროსა და ნესვის დიეტა:ამასთან დიეტოლოგი ხაზს უსვამს, რომ საზამთრო-ნესვის დიეტის დაცვისას სხვა საკვებზე უარის თქმა საჭირო არ არის – ისინი სადილს (საუზმეს, ვახშამს) უნდა დააყოლოთ. გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!წყარო: Sayidaty
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/17/277930176_0:768:2048:2304_1920x0_80_0_0_05c1ae839ad5c6675729980d973311cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება, დიეტა
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება, დიეტა
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საზამთრო-ნესვის დიეტა ეფექტური საშუალებაა წონის სწრაფად დასაკლებად და ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად, რაც ანთებების შემცირებას უწყობს ხელს, აცხადებს დიეტოლოგი და კვების სპეციალისტი სინტია ალ-ჰაჯი.
მისი თქმით, საზამთროს კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე საშუალოდ 30 კკალორიაა.
ამასთან მასში საკმაოდ ბევრი ვიტამინი და მინერალური ნივთიერება შედის, რაც ამ პროდუქტს ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელ საკვებად აქცევს.
საზამთრო შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B6, B9, C, E, H, PP; ასევე კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, ნიკელს, ნატრიუმს; შაქრებს – გლუკოზას, საქაროზას, ფრუქტოზას, პექტინებს, მცირე რაოდენობით ცილებს. საზამთროს 90% წყალია, ის პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმებს.
კალიუმის დიდი რაოდენობის წყალობით ეხმარება ორგანიზმს, შეინარჩუნოს კალციუმის მაღალი დონე და გააკონტროლოს არტერიული წნევა;
ვიტამინ А-სა და მაგნიუმის წყალობით ამაგრებს ძვლებსა და კუნთებს;
ანტიოქსიდანტ ლიკოპენის მეშვეობით აუმჯობესებს ღრძილების მდგომარეობას და ზრდს სისხლში ჰემოგლობინის წარმოებას;
შეუძლია დათრგუნოს შიმშილის შეგრძნება;
ამცირებს კუჭის წყლულს და ახდენს დამამშვიდებელ ზემოქმედებას;
ზომიერად მიღების შემთხვევაში ამცირებს მჟავურ რეფლუქსს;
წმენდს ნაწლავებს ტოქსინებისგან.
ნესვის კალორიულობა მის ჯიშსა და მოყვანის პირობებზეა დამოკიდებული, თუმცა მისი საშუალო მაჩვენებელი 100 გრამზე 33 კილოკალორიაა.
ნესვის შემადგენლობაში შედის: ვიტამინები A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, H, PP; მინერალური ნივთიერებები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, ქლორი, გოგირდი, იოდი, ფტორი, ფოსფორი, ნატრიუმი, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, შაქარი, დაახლოებით 90-95% – წყალი.
იქიდან გამომდინარე, რომ ნესვის 90%-ზე მეტი წყლისგან შედგება, ის შესანიშნავი ხილია წონაში დასაკლებად. საქმე ისაა, რომ ორგანიზმს გახდომისთვის დიდი რაოდენობით წყალი ესაჭიროება მეტაბოლიზმისა და ცხიმების წვის გასაძლიერებლად.
ნესვში ცოტა ნახშირწყლებია (177 გრამ ნესვზე 14,4 გრამი ნახშირწყალი მოდის), ამიტომ ორგანიზმი მას ნელა ინელებს.
სინტია ალ-ჰაჯის თქმით, ნესვი, რომელიც სიტკბოთი გამოირჩევა, არ იწვევს სისხლში შაქრის დონის მკვეთრ ზრდას, ამიტომ ის იდეალური ვარიანტია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის.
საზამთრო-ნესვის დიეტის სარგებელი
როგორც სპეციალისტი ამბობს, ამ ორი კენკროვანი ხილის, საზამთროსა და ნესვის დიეტა:
წმენდს თირკმლებს, არის შესანიშნავი შარდმდენი საშუალება, ანტისეპტიკური თვისებების გამო დიეტა სასარგებლოა ღვიძლისთვის;
აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, იცავს მას დანაოჭებისგან და ასევე მზის მავნე გამოსხივებისგან;
ბოჭკოების სიმრავლის გამო შესანიშნავი საშუალებაა წონის დასაკლებად.
ამასთან დიეტოლოგი ხაზს უსვამს, რომ საზამთრო-ნესვის დიეტის დაცვისას სხვა საკვებზე უარის თქმა საჭირო არ არის – ისინი სადილს (საუზმეს, ვახშამს) უნდა დააყოლოთ.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!