საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პირველი წიგნი გამოიცა

© courtesy of Giorgi Kekelidzeსაქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პირველი წიგნი გამოიცა
საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პირველი წიგნი გამოიცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
გამოწერა
ეს წიგნი არ არის მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, არამედ საქართველოზეცაა, ქართულ ფეხბურთზე, სამეგრელოზე, განმარტა ავტორმა
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა და პოეტმა გიორგი კეკელიძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და იტალიის „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოუშვა წიგნი სახელწოდებით „ხვიჩა - ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“.
წიგნზე მუშაობის პერიოდში კეკელიძე ჩავიდა ნეაპოლში და შეხვდა ფეხბურთელს, მის მშობლებს - ბადრი კვარაცხელიას და მაკა ლუკავას, ასევე მის აგენტს.
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე კვარაცხელიას გამო ნეაპოლში ჩავიდა >>
წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია 25 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (Tbilisi International Book Festival) Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცეში გაიმართება.
როგორც ავტორმა განმარტა, ეს ნაწარმოები არის არა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, არამედ საქართველოზეცაა, ქართულ ფეხბურთზე, სამეგრელოზე.
„ეს მცირე მოგზაურობაა წარსულში – სადაც უხილავი მეგზური ხვიჩა კვარაცხელია იქნება,” – წერს გამომცემლობა „არტანუჯი”.
წიგნის წინასიტყვაობა მწერალ აკა მორჩილაძეს ეკუთვნის.
ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის ივნისში „ნაპოლიში“ ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში კვარა სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ დასახელდა - აგვისტოში, თებერვალში და მარტში. ხოლო „ატალანტასთან“ მატჩში მის მიერ გატანილი გოლი მარტის საუკეთესო გოლად აღიარეს.
ყველა ახალი ამბავი
0