მასმედია: ფოთის პორტში ჰერიონის დიდი პარტია აღმოაჩინეს

CC BY-SA 3.0 / Nc tech3 / POTIფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
გამოწერა
ჰეროინის პარტია სატვირთოში მოწყობილ სამალავში იპოვეს.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ფოთის პორტში ერთ-ერთ სატვირთო ავტომობილში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოაჩინეს, იუწყება ტელეარხი „რუსთავი2“ შსს-ს წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
ტელეარხის ინფორმაციით, ნარკოტიკები სატვირთოს მისაბმელში, სპეციალურად მოწყობილ საცავში იყო დამალული. სატვირთოს ირანის მოქალაქე მართავდა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, პორტის ტერიტორიაზე მუშაობენ სამართალდამცველები, ადგილზე ასევე საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ჯერჯერობით უცნობია ჰეროინის პარტიის მოცულობა, ასევე რა გზით და საიდან აღმოჩნდა ის საქართველოში.
ყველა ახალი ამბავი
0