https://sputnik-georgia.com/20230523/maia-sandu-vladimir-putins-daemuqra-277935687.html
მოლდოვის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს დაემუქრა
მოლდოვის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს დაემუქრა
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. კიშინიოვი აპირებს შეასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილება, რომელმაც ორდერი გასცა რუსეთის... 23.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-23T16:12+0400
2023-05-23T16:12+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
მოლდოვა
რუსეთი
icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
ახალი ამბები
პოლიტიკა
ვლადიმირ პუტინი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24723/77/247237788_0:122:3072:1850_1920x0_80_0_0_1da9c13c7aa39430d89c67876fdaffc4.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. კიშინიოვი აპირებს შეასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილება, რომელმაც ორდერი გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებაზე, განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ Euronews Romania-სთან ინტერვიუში.ჟურნალისტის კითხვაზე, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს მოლდოვაში ჩასვლის შემთხვევაში, სანდუმ უპასუხა:მანამდე მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება პრეზიდენტ პუტინს რესპუბლიკაში არ შეუშვებს. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მოლდოვას აქვს რუსი ოფიციალური პირების „საკმაოდ გრძელი“ სია, რომლებიც რესპუბლიკაში ვერ შევლენ.ICC-ს წინასასამართლო პალატამ, რომლის იურისდიქციასაც რუსეთი არ ცნობს, მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა ორდერი ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ. 20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ICC მოსამართლეების – ტომოკო აკანეს, როსარიო აიტალასა და სერჯიო გოდინესის, ასევე პროკურორ კარიმ ხანის წინააღმდეგ.კრემლის პრეს-სპიკერ დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ ICC-ს გადაწყვეტილება მიუღებელია, მოსკოვი არ ცნობს მის იურისდიქციას და, შესაბამისად, მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ბათილია.წყარო: Euronews Romania
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24723/77/247237788_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_db0d815e7ebd6be95bcc968c007c45bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოლდოვა, რუსეთი, icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ახალი ამბები, პოლიტიკა, ვლადიმირ პუტინი, მსოფლიოს ახალი ამბები
მოლდოვა, რუსეთი, icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ახალი ამბები, პოლიტიკა, ვლადიმირ პუტინი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. კიშინიოვი აპირებს შეასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილება, რომელმაც ორდერი გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებაზე, განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ Euronews Romania-სთან ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს მოლდოვაში ჩასვლის შემთხვევაში, სანდუმ უპასუხა:
„დიახ. მოლდოვას ხელი აქვს მოწერილი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შეთანხმებაზე და მოლდოვა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას“.
მანამდე მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება პრეზიდენტ პუტინს რესპუბლიკაში არ შეუშვებს. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მოლდოვას აქვს რუსი ოფიციალური პირების „საკმაოდ გრძელი“ სია, რომლებიც რესპუბლიკაში ვერ შევლენ.
ICC-ს წინასასამართლო პალატამ, რომლის იურისდიქციასაც რუსეთი არ ცნობს, მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა ორდერი ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ. 20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ICC მოსამართლეების – ტომოკო აკანეს, როსარიო აიტალასა და სერჯიო გოდინესის, ასევე პროკურორ კარიმ ხანის წინააღმდეგ.
კრემლის პრეს-სპიკერ დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ ICC-ს გადაწყვეტილება მიუღებელია, მოსკოვი არ ცნობს მის იურისდიქციას და, შესაბამისად, მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ბათილია.