მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯანმო: უშაქრო დამატკბობლები წონაში კლებას არ ეხმარება და საზიანოა ჯანმრთელობისთვის

© photo: Sputnik / ALeksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2023
გამოწერა
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოსცა ახალი რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უშაქრო დამატკბობლები არ იძლევა ხანგრძლივ შედეგს სხეულის მასის შემცირების მხრივ, შესაბამისად, მისი გამოყენება წონის გასაკონტროლებლად რეკომენდებული არ არის. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს საიტზე.
გავრცელებული ინფორმაციით, უშაქრო დამატკბობლები ასევე არ გამოდგება არაინფექციური დაავადებების რისკის შესამცირებლად.
უფრო მეტიც, კვლევებით დადასტურდა, რომ უშაქრო დამატკბობლების გამოყენებამ შესაძლოა უსიამოვნო შედეგებიც კი გამოიწვიოს.
როგორც გაეროს გვერდზეა ნათქვამი, კვლევების შედეგები მოწმობს, რომ დამატკბობლების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა ისეთი არასასურველი ეფექტები გამოავლინოს, როგორებიცაა მეორე ტიპის დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარება და ზრდასრულებში სიკვდილიანობის გაზრდაც კი.

„შაქრის დამატკბობლებით ჩანაცვლება არ ეხმარება წონის კონტროლს გრძელვადიან პერსპექტივაში. ადამიანებმა უნდა მოძებნონ სხვა გზები შაქრის გამოყენების შესამცირებლად. ასეთი შეიძლება იყოს ბუნებრივი წარმოშობის შაქრის შემცველი საკვების ჭამა, როგორიცაა ხილი, ან უშაქრო საკვებსა და სასმელზე გადასვლა“, — ამბობს ჯანმოს კვების დეპარტამენტის დირექტორი ფრანჩესკო ბრანკა.

რეკომენდაცია ვრცელდება ყველა ადამიანზე, გარდა დიაბეტით დაავადებულებისა, და მოიცავს ყველა სინტეთიკურ და ბუნებრივად წარმოქმნილ ან მოდიფიცირებულ უშაქრო არაკვებით დამატკბობლებს, რომლებიც საკვებსა და სასმელებში გვხვდება, ან ცალკე იყიდება.
ჯანმოს ცნობით, ყველაზე გავრცელებული დამატკბობლებია: აცესულფამი, ასპარტამი, ადვანტამი, ციკლამატები, ნეოტამი, საქარინი, სუკრალოზა, სტევია და სტევიას წარმოებულები.
აღინიშნება, რომ ჯანმოს რეკომენდაციები არ ვრცელდება დამატკბობლების შემცველ პირადი ჰიგიენის ისეთ საშუალებებზე, როგორიცაა კბილის პასტა, კანის კრემი და მედიკამენტები. გარდა ამისა, რეკომენდაციები არ ეხება დაბალკალორიულ შაქარსა და შაქრის სპირტს (პოლიოლები), ვინაიდან ისინი დამატკბობლებლად არ მიიჩნევა — ეს ჩვეულებრივი შაქარია.
ამასთან ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ჯანმოს ახალი რეკომენდაციები უშაქრო დამატკბობლების შესახებ „პირობითთა“ კატეგორაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საკითხი დამატებით განხილვებს მოითხოვს თითოეულ ქვეყანაში.
წყარო: United Nations
ყველა ახალი ამბავი
0