თბილისის ღირსშესანიშნაობები: გვირაბი გოგირდის აბანოებიდან მტკვრამდე - ვიდეო

გამოწერა
აბანოთუბანში არის ერთი საინტერესო ღირსშესანიშნაობა, რომლის შესახებაც ცოტამ იცის. ეს ლეღვთახევიდან მტკვრისკენ გამავალი გვირაბია.
გოგირდის აბანოებიდან გვირაბში გავლის შემდეგ პირდაპირ მტკვრის პირას აღმოჩნდებით. წვიმების დროს წყლის დონე იმატებს, რის შედეგადაც მიწისქვეშა გასასვლელი იტბორება, ამიტომ მას პერიოდულად კეტავენ ხოლმე.
გვირაბი მორთულია ნახატებით, სურათებით, ეროვნული ყოფის საგნებითა და ძველებური ნივთებით. გვირაბს ხშირად სტუმრობენ ტურისტები.
ყველა ახალი ამბავი
0