https://sputnik-georgia.com/20230522/sashishi-xili-tbilisshi-intoqsikaciis-shemtxvevebi-matulobs-277901935.html
საშიში ხილი - თბილისში ინტოქსიკაციის შემთხვევების რაოდენობა იზრდება
საშიში ხილი - თბილისში ინტოქსიკაციის შემთხვევების რაოდენობა იზრდება
Sputnik საქართველო
სპეციალისტის თქმით, სეზონურ ხილს, ინტოქსიკაციიის გარდა, ძლიერი ალერგიული რეაქციები ახასიათებს. 22.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-22T13:41+0400
2023-05-22T13:41+0400
2023-05-24T14:27+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268665499_0:171:1824:1197_1920x0_80_0_0_3df92265f7b59e98a57c88e0fc756997.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მძიმე კვებითი მოწამლვის სიმპტომებით პაციენტების მომართვიანობა გაიზარდა, განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.ნესვი, საზამთრო, მარწყვი – სეზონური ხილი, რომელიც ბუნებრივ ვიტამინებთან და ჯანსაღ კვებასთან ასოცირდება, შეიძლება სერიოზული დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს. მიზეზი ნიტრატების მაღალი შემცველობაა, რომელსაც არაკეთილსინდისიერი ფერმერები იყენებენ იმისთვის, რომ ხილმა დიდხანს გაძლოს და უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეს.ხილის მოყვანისას იყენებენ არაორგანულ სასუქებს, განსაკუთრებით ფოსფორის შემცველ სასუქებს, რის შედეგადაც პროდუქტი შეიცავს ჭარბი რაოდენობით პესტიციდებს, რაც იწვევს ინტოქსიკაციას, აღნიშნა ექიმმა.როგორც რატიანმა განმარტა, მოწამვლის შემთხვევაში, თუ ორგანიზმიდან პესტიციდების გამოდევნა არ მოხდა, შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და პოლიორგანული უკმარისობაც კი.ნიტრატი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ხდება საშიში შხამი. გარდა ინტოქსიკაციისა, ასეთ ხილს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქციები.ალერგიული რეაქცია პირველ რიგში ვლინდება კანზე, განსაკუთრებით ვნებს ბავშვებს, რადგან ბავშვს კუჭ-ნაწლავი მოუმწიფებელი აქვს და იგი ყველაფერს ადვილად იწოვს, შესაბამისად, შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, დერმატიტი, ცხვირის სურდო, ბრონქული ასთმა და ა.შ., განაცხადა სპეციალისტმა.სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგიხილზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის ბაზრებში პროდუქციის მონიტორინგი დაიწყეს. ამჯერად მათ სამგორის ბაზარში მხოლოდ ხუთი ნიმუში აიღეს, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. მარწყვის, საზამთროსა და ნესვის ყველა ნიმუში იმპორტირებული იყო. სეზონის ბოლომდე სპეციალისტები 200-მდე ნიმუშის შემოწმებას აპირებენ.სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, შეეცადონ შეიძინონ ნატურალური პროდუქტი და გამდინარე წყლით კარგად გარეცხონ, რადგან, როგორც კვლევები აჩვენებს, ამ შემთხვევაში პესტიციდებისა და ნიტრატების რაოდენობა 41%-ით მცირდება.როგორც სააგენტოში განაცხადეს, გასულ წელს საზამთროსა და ნესვის მხოლოდ 80 ნიმუში იქნა აღებული, მათგან ნორმასთან შეუსაბამობა 17 ნიმუშის შემთხვევაში დაფიქსირდა. დარღვევები ძირითადად იმპორტირებულ ხილში დაფიქსირდა. თუმცა, წინა წლებთან შედარებით ვითარება ზოგადად უკეთესობისკენ შეიცვალა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268665499_0:0:1824:1368_1920x0_80_0_0_aa60d4b33ff3bc1cd3fbcc2b4ce1ee03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საშიში ხილი - თბილისში ინტოქსიკაციის შემთხვევების რაოდენობა იზრდება
13:41 22.05.2023 (განახლებულია: 14:27 24.05.2023) სპეციალისტის თქმით, სეზონურ ხილს, ინტოქსიკაციიის გარდა, ძლიერი ალერგიული რეაქციები ახასიათებს.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მძიმე კვებითი მოწამლვის სიმპტომებით პაციენტების მომართვიანობა გაიზარდა, განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ნესვი, საზამთრო, მარწყვი – სეზონური ხილი, რომელიც ბუნებრივ ვიტამინებთან და ჯანსაღ კვებასთან ასოცირდება, შეიძლება სერიოზული დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს. მიზეზი ნიტრატების მაღალი შემცველობაა, რომელსაც არაკეთილსინდისიერი ფერმერები იყენებენ იმისთვის, რომ ხილმა დიდხანს გაძლოს და უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეს.
„კვებითი ინტოქსიკაციით მომართვიანობა გაიზარდა. ეს განსაკუთრებით ემთხვევა გაზაფხულის დადგომას, როდესაც ნაადრევად შემოაქვთ ისეთი ხილი, რომელიც სეზონზეა დამოკიდებული და ხელოვნურად არის მოყვანილი", – განაცხადა რატიანმა.
ხილის მოყვანისას იყენებენ არაორგანულ სასუქებს, განსაკუთრებით ფოსფორის შემცველ სასუქებს, რის შედეგადაც პროდუქტი შეიცავს ჭარბი რაოდენობით პესტიციდებს, რაც იწვევს ინტოქსიკაციას, აღნიშნა ექიმმა.
როგორც რატიანმა განმარტა, მოწამვლის შემთხვევაში, თუ ორგანიზმიდან პესტიციდების გამოდევნა არ მოხდა, შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და პოლიორგანული უკმარისობაც კი.
ნიტრატი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ხდება საშიში შხამი. გარდა ინტოქსიკაციისა, ასეთ ხილს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქციები.
„ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის ეკოლოგიური სისუფთავე. შეიძლება ადამიანს ამ პროდუქტზე არც ჰქონდეს ალერგია, მაგრამ თუ ის სავსეა ნიტრატებით და მსგავსი ნივთიერებებით, ამან შეიძლება მეორადი ალერგიული გამოხატულება გაართულოს“, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ალერგიული რეაქცია პირველ რიგში ვლინდება კანზე, განსაკუთრებით ვნებს ბავშვებს, რადგან ბავშვს კუჭ-ნაწლავი მოუმწიფებელი აქვს და იგი ყველაფერს ადვილად იწოვს, შესაბამისად, შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, დერმატიტი, ცხვირის სურდო, ბრონქული ასთმა და ა.შ., განაცხადა სპეციალისტმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგი
ხილზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის ბაზრებში პროდუქციის მონიტორინგი დაიწყეს. ამჯერად მათ სამგორის ბაზარში მხოლოდ ხუთი ნიმუში აიღეს, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. მარწყვის, საზამთროსა და ნესვის ყველა ნიმუში იმპორტირებული იყო.
სეზონის ბოლომდე სპეციალისტები 200-მდე ნიმუშის შემოწმებას აპირებენ.
სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, შეეცადონ შეიძინონ ნატურალური პროდუქტი და გამდინარე წყლით კარგად გარეცხონ, რადგან, როგორც კვლევები აჩვენებს, ამ შემთხვევაში პესტიციდებისა და ნიტრატების რაოდენობა 41%-ით მცირდება.
როგორც სააგენტოში განაცხადეს, გასულ წელს საზამთროსა და ნესვის მხოლოდ 80 ნიმუში იქნა აღებული, მათგან ნორმასთან შეუსაბამობა 17 ნიმუშის შემთხვევაში დაფიქსირდა. დარღვევები ძირითადად იმპორტირებულ ხილში დაფიქსირდა. თუმცა, წინა წლებთან შედარებით ვითარება ზოგადად უკეთესობისკენ შეიცვალა.