https://sputnik-georgia.com/20230522/prokuraturam-trepikingis-paqtze-ucxo-qveynis-moqalaqes-brali-warudgina-277899886.html
პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 12-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 22.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-22T12:22+0400
2023-05-22T12:22+0400
2023-05-22T15:42+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/70/234097073_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_3ddb5e1282674e19da52da5d83c25b3d.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტაილანდში მდებარე ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო ტაილანდის სამ მოქალაქეს ბათუმში არსებულ ერთ-ერთ სილამაზის სალონში მასაჟისტის პოზიციაზე დასაქმებას დაჰპირდა. აღნიშნულ პირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა, რომელმაც დაზარალებულები ბათუმის ნაცვლად მოტყუებით ჩაიყვანა ზესტაფონში.აღნიშნულმა პირმა ტაილანდის მოქალაქეები მოათავსა მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. აღნიშნულ პირს ბრალდება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/70/234097073_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_225da7f171d428de4f3e1358e8b84967.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
12:22 22.05.2023 (განახლებულია: 15:42 22.05.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 12-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ტაილანდში მდებარე ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო ტაილანდის სამ მოქალაქეს ბათუმში არსებულ ერთ-ერთ სილამაზის სალონში მასაჟისტის პოზიციაზე დასაქმებას დაჰპირდა. აღნიშნულ პირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა, რომელმაც დაზარალებულები ბათუმის ნაცვლად მოტყუებით ჩაიყვანა ზესტაფონში.
აღნიშნულმა პირმა ტაილანდის მოქალაქეები მოათავსა მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.
ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.
აღნიშნულ პირს ბრალდება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.