ვალერი კვარაცხელია: საქართველოს პრემიერი საჭიროა ნობელის პრემიაზე წარვადგინოთ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2023
გამოწერა
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
პრემიერმა ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ასახავს ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა. მისი თქმით, საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტი არ გაიხსნება.

„ვფიქრობ, ამ განსაკუთრებული წვლილისათვის ქართველმა ხალხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წარადგინოს უმაღლეს საერთაშორისო ჯილდოზე – ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში“, – დაწერა კვარაცხელიამ.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, პრემიერი სიცოცხლისა და საკუთარი ოჯახის რისკის ფასად ცდილობს რეგიონში მშვიდობის დაცვას.
„გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის როლი განუზომელია მშვიდობის შენარჩუნებაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. იგი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის გარეთ თუ შიგნით მოქმედ პროვოკატორებს და სიცოცხლისა და საკუთარი ოჯახის რისკის ფასად ცდილობს და აღწევს კიდეც მშვიდობის შენარჩუნებას, რითაც უზარმაზარი წვლილი შეაქვს კაცობრიობისთვის გლობალური ომის აცილების ჰუმანურ საქმეში", – დაწერა კვარაცხელიამ.
მისი თქმით, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ომი თუ გაჩაღდა, იგი ელვის სისწრაფით გავრცელდება მთელ კავკასიაში, შემდეგ კი გლობალურ მასშტაბებს მიიღებს.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ საქართველოს შიდა მტრები, რაც ომის საფრთხეს აძლიერებს.
მანამდე კვარაცხელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველომ სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს.
ყველა ახალი ამბავი
0