https://sputnik-georgia.com/20230522/fasiniani-somxeti-mzadaa-mtiani-yarabari-azerbaijanis-nawilad-ariaros-277910003.html
ფაშინიანი: სომხეთი მზადაა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს
ფაშინიანი: სომხეთი მზადაა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლის აღიარებისთვის მზადაა სომხეთი, 86,6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და ის ასევე მოიცავს მთიან... 22.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-22T17:06+0400
2023-05-22T17:06+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
სომხეთი
პოლიტიკა
ვითარება ყარაბაღში
ახალი ამბები
კავკასია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/12/274047284_0:166:1600:1067_1920x0_80_0_0_ba83003ced388aaaaf571a780303bde2.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლის აღიარებისთვის მზადაა სომხეთი, 86,6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და ის ასევე მოიცავს მთიან ყარაბაღს, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.მანამდე აზერბაიჯანის „ტერიტორიული მთლიანობა“ 86,6 ათასი კვ.კმ-ის ფარგლებში ფაშინიანმა რეიკიავიკში ევროსაბჭოს სამიტზე გამოსვლისას აღიარა.დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერმა შეკითხვაზე, ცნობს თუ არა სომხეთის მთავრობა მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად, ფაშინიანმა უპასუხა:ამასთან სომხეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხები სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის უნდა განიხილებოდეს, რასაც საერთაშორისო გარანტიებიც უნდა ახლდეს თან.ფაშინიანის თქმით, ამგვარი გარანტიების არსებობა ერევნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყარაბაღში ეთნიკური წმენდა და სომეხთა გენოციდი არ მოხდეს.სომხეთის მთავრობის მეთაურის განმარტებით, ერევანი ყოველთვის აღიარებდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ოღონდ რა ფარგლებში – ეს არასდროს დაკონკრეტებულა.როგორც „Sputnik–სომხეთი“ წერს, ნიკოლ ფაშინიანი არ დაეთანხმა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ სომხეთის მთავრობამ მთიანი ყარაბაღის ბედს ჯვარი დაუსვა.წყარო: „Sputnik სომხეთი“
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/12/274047284_130:169:1327:1067_1920x0_80_0_0_b2c68ea6159832b6a5de7c6b46022f4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, სომხეთი, პოლიტიკა, ვითარება ყარაბაღში , ახალი ამბები, კავკასია, მსოფლიოს ახალი ამბები
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, სომხეთი, პოლიტიკა, ვითარება ყარაბაღში , ახალი ამბები, კავკასია, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლის აღიარებისთვის მზადაა სომხეთი, 86,6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და ის ასევე მოიცავს მთიან ყარაბაღს, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანამდე აზერბაიჯანის „ტერიტორიული მთლიანობა“ 86,6 ათასი კვ.კმ-ის ფარგლებში ფაშინიანმა რეიკიავიკში ევროსაბჭოს სამიტზე გამოსვლისას აღიარა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერმა შეკითხვაზე, ცნობს თუ არა სომხეთის მთავრობა მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად, ფაშინიანმა უპასუხა:
„თუ აზერბაჯანსა და ჩვენ სწორად გვესმის ერთმანეთისა, ერევანი ცნობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღნიშნულ 86,6 ათასი კვ.კმ-ის საზღვრებში, ხოლო ბაქო — სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას 29,8 ათასი კვ.კმ-ის ფარგლებში“.
ამასთან სომხეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხები სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის უნდა განიხილებოდეს, რასაც საერთაშორისო გარანტიებიც უნდა ახლდეს თან.
ფაშინიანის თქმით, ამგვარი გარანტიების არსებობა ერევნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყარაბაღში ეთნიკური წმენდა და სომეხთა გენოციდი არ მოხდეს.
სომხეთის მთავრობის მეთაურის განმარტებით, ერევანი ყოველთვის აღიარებდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ოღონდ რა ფარგლებში – ეს არასდროს დაკონკრეტებულა.
როგორც „Sputnik–სომხეთი“ წერს, ნიკოლ ფაშინიანი არ დაეთანხმა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ სომხეთის მთავრობამ მთიანი ყარაბაღის ბედს ჯვარი დაუსვა.