American Idol: ნუცა ბუზალაძემ ფინალში კაილი მინოუგთან ერთად იმღერა - ვიდეო

© courtesy of Nutsa Buzaladze ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2023
გამოწერა
ნუცა ბუზალაძე ამერიკული პროექტის ისტორიაში პირველი უცხოელი მონაწილე გახდა.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ პროექტ American Idol-ის ფინალში მსოფლიოში ცნობილ მომღერალ კაილი მინოუგთან დუეტში იმღერა.
მიუხედავად იმისა, რომ ნუცა პროექტ American Idol-ს გამოეთიშა, გასულ კვირაში მომღერალმა გამოაცხადა, რომ ფინალში იმღერებს და არა მარტო, არამედ ვარსკვლავთან ერთად, რომლის ვინაობა ბოლომდე გასაიდუმლოებული იყო.
ნუცა ბუზალაძემ მინოუგთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი Can't Get You Out Of My Head შეასრულა. კაილი მინოუგმა ასევე თავისი ახალი სინგლი PADAM PADAM წარადგინა.
წელს American Idol-ის გამარჯვებული იამ ტონგი გახდა.
ბუზალაძემ დიდ წარმატებას მიაღწია პოპულარულ შოუ American Idol-ში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და პროექტის ისტორიაში პირველი უცხოელი მონაწილე გახდა. ის პროექტის საუკეთესო 12 კონკურსანტს შორის მოხვდა, თუმცა ტოპ-10-ში გადასვლა ვეღარ მოახერხა, რადგან მაყურებლის საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა", მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები", „ერთი ერთში", თურქულ Voice-ში და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0