საქართველოში დრონების ფრენის წესები მკაცრდება

დრონი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2023
გამოწერა
2023 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებს.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კერძო ბიზნესის მფლობელებს და სამთავრობო უწყებებს უპილოტო საფრენი აპარატების ფრენის აკრძალვის მოთხოვნის უფლება მისცა.
უპილოტო საჰაერო ხომალდების სისტემების ექსპლუატაციის წესებში ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მფლობელის, ექსპლუატანტის, სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების განცხადების შემთხვევაში იძენს უფლებას – სრულად ან გარკვეული ვადით აკრძალოს დრონის ფრენები კონკრეტულ ობიექტებზე.

„საუბარია დრონების ფრენის აკრძალვის შესაძლებლობებზე სამხედრო აეროდრომებისა და ქარის ელექტროსადგურების, სამხედრო წვრთნების ზონების, სამხედრო ობიექტებისა და ქარხნების, პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ობიექტების, სასჯელაღსრულების დაწესებულებების, პორტების, სამთავრობო უწყებების, ქარხნების ტერიტორიაზე“, – ნათქვამია წესებში.

გარდა ამისა, დრონების ფრენები შეიძლება აიკრძალოს ეროვნული პარკების, აეროპორტების, საცხოვრებელი ზონების, საცურაო აუზებისა და კერძო პლაჟების, საავადმყოფოების ადგილებში, ასევე იმ ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდება ავარიულ ვითარებაზე რეაგირება.
შეზღუდვები შეიძლება ასევე გავრცელდეს გზებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე, სარკინიგზო ხაზებსა და სადგურებზე და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შტაბ-ბინებზე.
საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებს. ყველა უპილოტო საფრენი აპარატი იყოფა კლასებად, მძიმე დრონების გამოსაყენებლად საჭიროა რეგისტრაცია.
ყველა ახალი ამბავი
0