https://sputnik-georgia.com/20230522/-----200-----277907174.html
ფინანსთა სამინისტრო: შვიდმა პირმა სახელმწიფოს 200 ათასი ლარის ზიანი მიაყენა
ფინანსთა სამინისტრო: შვიდმა პირმა სახელმწიფოს 200 ათასი ლარის ზიანი მიაყენა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 22.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-22T16:00+0400
2023-05-22T16:00+0400
2023-05-22T21:03+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/08/272019216_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_a3211551b0df1a12131f9a43fc874366.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა, რომელიც ხის მასალის შეძენა-რეალიზაციას კანონდარღვევით ეწეოდა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისთვის განზრახ თავის არიდებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტებზე შვიდი პირი პასუხისგებაში მიეცა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, წინასწარი შეთანხმებით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ხის მასალის თითქოსდა რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს დღგ-ის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომში გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დაახლოებით 200 ათასი ლარის ზიანი.გამოძიების ამ ეტაპზე ზიანის დაფარვის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურებულია 70 ათასი ლარი.ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მიყენებული ზიანის სრულად დაფარვის უზრუნველსაყოფად.მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე, 185-ე და 218-ე მუხლებით, რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/08/272019216_152:0:1972:1365_1920x0_80_0_0_0e448ea5a1fc0ea1758a3ea2562d5c86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საზოგადოება, ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტრო: შვიდმა პირმა სახელმწიფოს 200 ათასი ლარის ზიანი მიაყენა
16:00 22.05.2023 (განახლებულია: 21:03 22.05.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა, რომელიც ხის მასალის შეძენა-რეალიზაციას კანონდარღვევით ეწეოდა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისთვის განზრახ თავის არიდებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტებზე შვიდი პირი პასუხისგებაში მიეცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, წინასწარი შეთანხმებით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ხის მასალის თითქოსდა რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს დღგ-ის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომში გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დაახლოებით 200 ათასი ლარის ზიანი.
გამოძიების ამ ეტაპზე ზიანის დაფარვის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურებულია 70 ათასი ლარი.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მიყენებული ზიანის სრულად დაფარვის უზრუნველსაყოფად.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე, 185-ე და 218-ე მუხლებით, რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.