https://sputnik-georgia.com/20230522/--------277909676.html
თბილისში ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილთა მემორიალი დაიდგა
თბილისში ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილთა მემორიალი დაიდგა
Sputnik საქართველო
ვაკის პარკში მოეწყო სივრცე, სადაც წარმოდგენილია ისტორიული ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის შესახებ. 22.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-22T16:22+0400
2023-05-22T16:22+0400
2023-05-22T21:06+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/16/277907331_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_2e6ca383b03f5cfc276c3f9b8c86b249.jpg
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალი, რომლებიც ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრიტეს 1923 წელს, ვაკის პარკში მათი სიკვდილით დასჯის ადგილზე დაიდგა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.2023 წელს ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების, მათ შორის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილის დახვრეტიდან 100 წელი სრულდება.მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა იცხოვრონ თავისუფალ, ძლიერ საქართველოში. მემორიალური კუთხე საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს მხარდაჭერით გაიხსნა. ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილ წევრთა შთამომავლები. მემორიალი და ქვაჯვარი სასულიერო პირმა აკურთხა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/16/277907331_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_63073ca25add95c4eed9be8bf8974196.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისის მერია
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისის მერია
თბილისში ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილთა მემორიალი დაიდგა
16:22 22.05.2023 (განახლებულია: 21:06 22.05.2023) ვაკის პარკში მოეწყო სივრცე, სადაც წარმოდგენილია ისტორიული ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის შესახებ.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალი, რომლებიც ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრიტეს 1923 წელს, ვაკის პარკში მათი სიკვდილით დასჯის ადგილზე დაიდგა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წელს ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების, მათ შორის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილის დახვრეტიდან 100 წელი სრულდება.
„დღეიდან ვაკის პარკში არსებობს სივრცე, სადაც შესაძლებელია ამ გმირებს მივაგოთ პატივი. ჩვენს შვილებს უნდა ვასწავლოთ და მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ საქართველოში, რომლებიც მზად იყვნენ თავი გაეწირათ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის", – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა იცხოვრონ თავისუფალ, ძლიერ საქართველოში.
მემორიალური კუთხე საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს მხარდაჭერით გაიხსნა. ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილ წევრთა შთამომავლები. მემორიალი და ქვაჯვარი სასულიერო პირმა აკურთხა.