https://sputnik-georgia.com/20230522/----------277912425.html
საქართველომ უარყო ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყება
საქართველომ უარყო ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყება
Sputnik საქართველო
საუბარია შემთხვევაზე აპრილში, როდესაც პალაუს დროშით მცურავმა გემმა Haci Musa Ucak-მა (IMO 9128544) ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის ორი კომერციული რეისი შეასრულა. 22.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-22T18:40+0400
2023-05-22T18:40+0400
2023-05-22T21:46+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სომხეთი
რუსეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582541_0:0:3079:1733_1920x0_80_0_0_ca6a8d3ad33ae0a545e764ceb51c5073.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უარყო ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.22 მაისს სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური სატრანსპორტო კომპანია C&M International გეგმავს ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის სატვირთო ბორნით გადაზიდვები კვირაში ერთი სიხშირით განახორციელოს, და თითქოს პირველი ასეთი რეისი ნოვოროსიისკიდან ბათუმში 18 აპრილს შესრულდა.როგორც სააგენტოში განმარტეს, საუბარია შემთხვევაზე აპრილში, როდესაც პალაუს დროშით მცურავმა გემმა Haci Musa Ucak-მა (IMO 9128544) ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის ორი კომერციული რეისი შეასრულა.„ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას", – ნათქვამია განცხადებაში.უწყების ცნობით, რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუ გემი ან გემის მფლობელი არის სანქცირებულთა სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაზიდვებთან დაკავშირებით.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582541_197:0:2928:2048_1920x0_80_0_0_bf019299d30ccb24099f53e2d517cd15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სომხეთი, რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სომხეთი, რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველომ უარყო ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყება
18:40 22.05.2023 (განახლებულია: 21:46 22.05.2023) საუბარია შემთხვევაზე აპრილში, როდესაც პალაუს დროშით მცურავმა გემმა Haci Musa Ucak-მა (IMO 9128544) ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის ორი კომერციული რეისი შეასრულა.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უარყო ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
22 მაისს სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური სატრანსპორტო კომპანია C&M International გეგმავს ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის სატვირთო ბორნით გადაზიდვები კვირაში ერთი სიხშირით განახორციელოს, და თითქოს პირველი ასეთი რეისი ნოვოროსიისკიდან ბათუმში 18 აპრილს შესრულდა.
„სომხეთის ცალკეული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება", – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სააგენტოში განმარტეს, საუბარია შემთხვევაზე აპრილში, როდესაც პალაუს დროშით მცურავმა გემმა Haci Musa Ucak-მა (IMO 9128544) ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის ორი კომერციული რეისი შეასრულა.
„ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას", – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუ გემი ან გემის მფლობელი არის სანქცირებულთა სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაზიდვებთან დაკავშირებით.