თბილისში ბეთლემის უბნის ფესტივალი გაიმართება

© courtesy by Sergo Edisherashviliთბილისის ისტორიული ცენტრი
თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2023
გამოწერა
ფესტივალი გაიმართება ბეთლემის ქუჩა-კიბეზე, საიდანაც თბილისზე პანორამული ხედი იშლება.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ბეთლემის უბნის ტრადიციული ფესტივალი (Betlemi District Festival) თბილისში კვირას, 21 მაისს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
ფესტივალი გაიმართება ბეთლემის ქუჩა-კიბეზე, საიდანაც თბილისზე პანორამული ხედი იშლება. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება.
წელს ფესტივალის სტუმრებს დატვირთული კულტურულ-გასართობი პროგრამა ელოდება: ფილმის ჩვენებები, მასტერკლასები, მუსიკა, გამოფენა, თამაშები და მრავალი სხვა გასართობი ყველა ასაკის ადამიანისთვის. ყველა ღონისძიება მუსიკის თანხლებით გაიმართება.
აღნიშნულ ღონისძიებას ტრადიცია ჩაეყარა 2011 წელს „ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, UNESCO-ს და ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის (ICOMOS საქართველოს) მხარდაჭერით.
ყველა ახალი ამბავი
0