თბილისში ბალეტ „კონკიას“ პრემიერა გაიმართება

© courtesy of M.U. Ballet CompanyM.U. Ballet Company
M.U. Ballet Company - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2023
გამოწერა
მაყურებელს ელის დაუვიწყარი ჯადოსნური ზღაპარი, მომაჯადოებელი მუსიკა და ულამაზესი კოსტიუმები, აცხადებენ ორგანიზატორები
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. თბილისში, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე 24 ივნისს იქნება ნაჩვენები სერგეი პროკოფიევის ბალეტი „კონკია”, შარლ პეროს ზღაპრის მიხედვით.
ორმოქმედებიან ბალეტს მარიამ უგრეხელიძის საბალეტო კამერული დასი (M.U. Ballet Company) წარადგენს. დამდგმელი ქორეოგრაფი, რეჟისორი და რეპეტიტორი - მარიამ უგრეხელიძე, კოსტიუმების მხატვარი და საღამოს ორგანიზატორი - მადონა ნიორაძე.
„ბალეტი „კონკია”, ულამაზესი რომანტიული ზღაპარია. ეს არის დიდი საოჯახო სპექტაკლი. საინტერესო იქნება და გაახარებს ყველა ასაკის ბალეტის მოყვარულებს განსაკუთრებით კი ჩვენს პატარა მაყურებლებს. თქვენ გელით დაუვიწყარი ჯადოსნური ზღაპრული სამარო, დიდებული მუსიკა და მრავალფეროვანი მდიდრული კოსტიუმები“, - ნათქვამია ბალეტის ანონსში.
სპექტაკლში მონაწილეობენ: მარიამ ცინცაძე, ლევ გეორგიევსკი, მარიამ უგრეხელიძე, მარიამ ოსიძე, ელენე წიკლაური, მარიამ გოგოძე.
ყველა ახალი ამბავი
0