თბილისი ლიტერატურულ ფესტივალზე მწერლებს 16 ქვეყნიდან უმასპინძლებს

© courtesy of Writers' House
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2023
გამოწერა
წელს ფესტივალი მომავლის თემას მიეძღვნა
თბილისი, 21 მაისი– Sputnik. 3–7 ივნისს თბილისის მე-8 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება, რომელზეც მწერლები მსოფლიოს 16 ქვეყნიდან შეიკრიბებიან, ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.
ფესტივალს 22 ავტორი წარადგენს შემდეგი ქვეყნიდან: საქართველოდან, უკრაინიდან, აშშ-დან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ირლანდიიდან, ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და ლატვიიდან.
მათ შორის - ავსტრიელი მწერალი და მუსიკოსი დანიელ ვისერი, ფრანგი პოეტი ქალი და დრამატურგი პაულინ პეკო, ამერიკელი აქტივისტი პოეტი ბობ ჰოლმანი, აზერბაიჯანელი ავტორი სალიმ ბაბულაოღლუ, იაპონელი კეი ოკამოტო და სხვები.
„წლევანდელი ფესტივალი მომავალს ეძღვნება. პროგრამის თემაა „ერთი მომავალი“, რომელიც ასე საერთოა ყველასთვის, განურჩევლად წარმომავლობის, იდენტობის თუ კულტურული კუთვნილებისა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფესტივალზე გაიმართება დისკუსიები, სადაც ეს თემა ბევრ სხვადასხვა ჭრილში იქნება განხილული. პროგრამაში ასევე იქნება პოეტური საღამოები და შეხვედრები პროზაიკოსებთან, რომელთა წიგნები უკვე გამოცემულია ქართულად.
წყარო - მწერალთა საქმე
ყველა ახალი ამბავი
0