ქართველი მეზღვაურები გაბონში 19-დღიანი ტყვეობის შემდეგ სამშობლოში ბრუნდებიან

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2023
გამოწერა
ქართველი მეზღვაურები მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გაბონის ტერიტორიულ წყლებში 2 მაისის ღამეს გაიტაცეს.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაბონში 2 მაისს გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან.
ქართველი მეზღვაურები მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გაბონის ტერიტორიულ წყლებში 2 მაისის ღამეს გაიტაცეს.
„მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მეზღვაურების გატაცების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო ასევე პრეტორიაში გაბონის საელჩოსა და დამსაქმებელ კომპანიის წარმომადგენლებთან, ნათქვამია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0